შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფორვარდი ლონდონის "ტოტენჰემთან" (1:1) პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში იან ვერტონგენთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს წესების დარღვევის გამო 82-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს.
პირველი ყვითელი ბარათი ტორესმა ასევე ვერტონგენის გამო მიიღო, რომელსაც შემდეგ სახეზე შეეხო.
მატჩის არბიტრი მაიკლ დინი ვალდებულია, ამ ეპიზოდის შესახებ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ანგარიში ჩააბაროს. თუ ეპიზოდი რეფერიმ ვერ შენიშნა, ფაქტის ვიდეოჩანაწერს დამოუკიდებელი კომისია განიხილავს.
იმ შემთხვევაში, თუ ტორესი დამნაშავედ სცნეს, მას წითელი ბარათის გარდა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაემატება.
იხილეთ ვიდეო
მომზადებულია www.telegraph.co.uk-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური: მანჩესტერი წყვილად აგებს [VIDEO]