დევიდ მოიესი: ადნან იანუზაი ნამდვილი ტალანტია, უეინ რუნის კატეგორიის

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" აუტსაიდერ "სანდერლენდს" ეწვია და 2:1 მოუგო.

არადა, თავიდან კრეიგ გარდნერის გოლით (მე-5 წუთი) "სანდერლენდი" იგებდა.

დევიდ მოიესს გამარჯვება ახალგაზრდა ადნან იანუზაიმ მოუტანა, რომელმაც მე-3 ტაიმის 6-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა.

დევიდ მოიესი: "იანუზაი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას ბევრი შეუძლია, რადგან რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად შეუძლია თამაში. ეს ბიჭი ნამდვილი ტალანტია.

თავის დროზე "ევერტონში" ჩემი ხელმძღვანელობით დებიუტი ჰქონდათ უეინ რუნის და როს ბარკლის. ადნანი სწორედ ამ კატეგორიის ტალანტებშია"
.

"მანჩესტერ იუნაიტედს" 10 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული