სიმართლე ითქვას, ფრანგული ექსპანსიის მომხრე თავის დროზე უშუალოდ პარდიუ იყო, ახლა კი, როგორც ჩანს, მას აღარ ხიბლავს ის შედეგი, რაც მიიღო. შედეგი კი ის არის, რომ ფეხბურთელთა შორის დაჯგუფებები ჩამოყალიბდა, რაც გუნდის ერთიანობას ხელს უშლის.
შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, 52 წლის სპეციალისტი
- აუცილებელია, რომ ბრიტანელ ფეხბურთელებსაც გადავხედოთ წყალობის თვალით. როგორც ჩანს, გუნდში ძალიან ბევრმა უცხოელმა მოიყარა თავი. მაიკი ძლიერი პიროვნებაა, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმატებულია ბიზნესში.
ამ მხრივ, შესაძლოა, ის გენიოსიც კი იყოს, მაგრამ ფეხბურთს რაც შეეხება, მისი ლოგიკა ხშირად არ მუშაობს. მაიკს ძალიან უყვარს "ნიუკასლი", თუმცა ხშირად ვერ აცნობიერებს, ამ სამყაროში რა და როგორ მუშაობს. ეს მას თავგზას ურევს. გაბრაზებულზე კი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც, საბოლოო ჯამში, კლუბს ვნებს. არადა, მან ამ ორგანიზაციას იმდენი ამაგი დასდო, რომ ჩვენ ყველანი ვალში ვართ მის წინაშე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალან პარდიუს ენდი კეროლის "ნიუკასლში" დაბრუნების იმედი აქვს