ალან პარდიუ "ნიუკასლის" პრეზიდენტს მისდგა

AutoSharing Option
"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის, ალან პარდიუს თქმით, დროა, კლუბმა აქცენტი ბრიტანელ ფეხბურთელებზე გააკეთოს. ამით ის გულშემატკივართა განწყობას გამოხატავს, რომლებიც სულ უფრო ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმით, რომ "სენტ ჯეიმს პარკზე" უფრო მეტი ფრანგულენოვანი ფეხბურთელი (10) ასპარეზობს, ვიდრე ინგლისურად მოლაპარაკე (8).

სიმართლე ითქვას, ფრანგული ექსპანსიის მომხრე თავის დროზე უშუალოდ პარდიუ იყო, ახლა კი, როგორც ჩანს, მას აღარ ხიბლავს ის შედეგი, რაც მიიღო. შედეგი კი ის არის, რომ ფეხბურთელთა შორის დაჯგუფებები ჩამოყალიბდა, რაც გუნდის ერთიანობას ხელს უშლის.

შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, 52 წლის სპეციალისტი
"კაჭკაჭების" პრეზიდენტის რიგ გადაწყვეტილებებსაც გადასწვდა და განაცხადა, რომ მაიკ ეშლის ხანდახან არ ესმის, რა შედეგს გამოიღებს მის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ცხადია, უპირველესად, ის სპორტული დირექტორის პოსტზე ჯო კინეარის დანიშვნას გულისხმობს, ვისაც პარდიუსთან "ნიუკასლამდეც" ცუდი ურთიერთობა ჰქონდა:

- აუცილებელია, რომ ბრიტანელ ფეხბურთელებსაც გადავხედოთ წყალობის თვალით. როგორც ჩანს, გუნდში ძალიან ბევრმა უცხოელმა მოიყარა თავი. მაიკი ძლიერი პიროვნებაა, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმატებულია ბიზნესში.

ამ მხრივ, შესაძლოა, ის გენიოსიც კი იყოს, მაგრამ ფეხბურთს რაც შეეხება, მისი ლოგიკა ხშირად არ მუშაობს. მაიკს ძალიან უყვარს "ნიუკასლი", თუმცა ხშირად ვერ აცნობიერებს, ამ სამყაროში რა და როგორ მუშაობს. ეს მას თავგზას ურევს. გაბრაზებულზე კი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც, საბოლოო ჯამში, კლუბს ვნებს. არადა, მან ამ ორგანიზაციას იმდენი ამაგი დასდო, რომ ჩვენ ყველანი ვალში ვართ მის წინაშე
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალან პარდიუს ენდი კეროლის "ნიუკასლში" დაბრუნების იმედი აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული