ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, 47-ე წუთზე გნაბრის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მიკელ არტეტამ გაიტანა, რომელიც მალე გააძევეს - 65-ე წუთზე, ესპანელმა მარუან შამახი მოცელა.
87-ე წუთზე 10-კაციანმა "არსენალმა" კონტრშეტევაზე იხეირა აარონ რემსის ჩაწოდებას თავით ოლივიე ჟირუ გამოეხმაურა.
"არსენალი" 9 მატჩიდან 22 ქულით პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერია.
მატჩის შემდეგ არსენ ვენგერი არ ეთანხმებოდა მსაჯ კრის ფოის, ფრანგი სპეციალისტის აზრით რეერი შეცდა, როცა არტეტა გააძევა: "მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება
რაც შეეხება თამაშს, ჩვენ ორგანიზებულად და მშვიდად ვითამაშეთ. ეს იყო ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. თანაც ამას 10 კაცით მივაღწიეთ".
"არსენალმა" მე-7 წუთზე ტრავმის გამო მატიო ფლამინი დაკარგა.