არსენ ვენგერი: 10 კაცით ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის მე-9 ტურში ლონდონურ დერბი გაიმართა - "კრისტალ პალასმა" "არსენალს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, 47-ე წუთზე გნაბრის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მიკელ არტეტამ გაიტანა, რომელიც მალე გააძევეს - 65-ე წუთზე, ესპანელმა მარუან შამახი მოცელა.

87-ე წუთზე 10-კაციანმა "არსენალმა" კონტრშეტევაზე იხეირა აარონ რემსის ჩაწოდებას თავით ოლივიე ჟირუ გამოეხმაურა.

"არსენალი" 9 მატჩიდან 22 ქულით პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

მატჩის შემდეგ არსენ ვენგერი არ ეთანხმებოდა მსაჯ კრის ფოის, ფრანგი სპეციალისტის აზრით რეერი შეცდა, როცა არტეტა გააძევა: "მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება
მიიღო. იმ მომენტს საგოლეს ვერ ვუწოდებდი, არტეტა არ იყო უკანასკნელი წინაღობა და შამახს გოლის გატანამდე ჯერ ბევრი უკლდა.

რაც შეეხება თამაშს, ჩვენ ორგანიზებულად და მშვიდად ვითამაშეთ. ეს იყო ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. თანაც ამას 10 კაცით მივაღწიეთ"
.

"არსენალმა" მე-7 წუთზე ტრავმის გამო მატიო ფლამინი დაკარგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული