ჟოზე მოურინიო: ფორვარდისთვის ორი გოლი ძალიან ცოტაა

AutoSharing Option
საფეხბურთო ექსპერტების მტკიცებით, "ჩელსის" უმთავრესი პრობლემა შედეგიანი თავდამსხმელის არყოლაა. ჟოზე მოურინიო აღიარებს, რომ გუნდს ეს გარკვეულწილად უქმნის კიდეც პრობლემებს, თუმცა პორტუგალიელი განსაკუთრებულ ტრაგედიას ვერც ამაში ხედავს.

უბრალოდ, სტატისტიკას რომ გადაავლოთ თვალი, აღმოაჩენთ, რომ "ლურჯების" საუკეთესო ბომბარდირთა შორის მხოლოდ ნახევარმცველები ფიგურირებენ: ედენ აზარი (6 გოლი), ოსკარი (5), ლამპარდი (4) და შიურლე (3). ეს კიდევ არაფერი. მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში ჩემპიონატში სტუმრად გამართულ შეხვედრებში "ჩელსის" არც ერთ თავდამსხმელს გოლი არ აქვს გატანილი. აი, რას ამბობს მოურინიო ამის თაობაზე:

"ჩელსის" არ ჰყავს სუპერთავდამსხმელი,
რომელიც გადამწყვეტ მომენტში თამაშს საკუთარ თავზე აიღებს, გაიტანს ან საგოლე გადაცემას შეასრულებს. აქედან გამომდინარე, როლები თავისებურად გვაქვს გადანაწილებული. გუნდის წამყვანი მექანიზმი ნახევარდაცვაა. სწორედ შუა ხაზზეა დამოკიდებული ყველაზე მთავარი. არ ველოდები, რომ ჩემი რომელიმე თავდამსხმელი 25-30 გოლს გაიტანს, თუმცა 2-2 გოლი ეტო'ოსა და ტორესისგან მართლა ძალიან ცოტაა. იმედს ვიტოვებ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება"
.

მიზანთან ერთი ნაბიჯით ახლოს
მიუხედავად იმისა, რაც ზემოთ წაიკითხეთ, "ჩელსი" იანვარში მორიგი ნახევარმცველის შესაძენად ემზადება. ლაპარაკია "ინტერის" კოლუმბიელ ვარსკვლავზე, 27 წლის ფრედი გუარინზე. ინფორმაციას ადასტურებენ როგორც იტალიური ("გაძეტა დელო სპორტი"), ისე ბრიტანული ("გარდიანი") წყაროები. სამხრეთამერიკელის შეძენას, დედაქალაქელების გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედიც" აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრძოლაში გამარჯვებული "ჩელსი" დარჩა.

"ნერაძური" კომპენსაციის სახით 15 მილიონ ფუნტს (17.7 მლნ ევრო) მიიღებს. ალბათ გახსოვთ, რომ "ინტერმა" "პენსიონერების" 12-მილიონიანი შეთავაზება ცოტა ხნის წინ უარყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: თავდამსხმელს სეზონში 25 გოლს არ ვთხოვთ, მაგრამ ტორესისა და ბას 2-2 გოლი ძალიან ცოტაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული