ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტურის წინ: ტური სრულ სიგიჟემდე

AutoSharing Option
უქმეებზე ინგლისში ბოლო ტურია ე.წ. "ბოქსინგ დეისის" დაწყებამდე. შობის დღესასწაულის შემდეგ კუნძული ტრადიციულ ინტენსიურ საფეხბურთო ბატალიებში ჩაებმება და 6 დღეში 3 ტურს ჩაატარებს.

XVII ტური სამ დღეზეა გადანაწილებული და მთავარი სანახაობა სწორედ ბოლოსკენ არის მოტოვებული. ორშაბათს ღამით "არსენალი" "ჩელსის" უმასპინძლებს. ცხრილის ლიდერებს "სიტისთან" შელახული თავმოყვარეობის გარდა სხვა პრობლემებიც აქვთ. ჯეკ უილშირმა "ეტიჰადზე" მასპინძელ გულშემატკივარს შუა თითი უჩვენა, რაც პირდაპირ ეთერში მაყურებელმაც.

დააფიქსირა. დღეს-ხვალ საფეხბურთო ასოციაცია ფეხბურთელს დიდი ალბათობით დისკვალიფიკაციით დასჯის. არის მიზერული შანსი, რომ მას ჯარიმაც აკმარონ. მსგავსი ჟესტისთვის 2011
წელს ლუის სუარესი ერთი მატჩით მოკვეთეს. ასე რომ, ჯეკს ალბათ "სიტისთან" მატჩის გამოტოვებას აკმარებენ.

"ჩელსი" აგრძელებს არასტაბილურ ასპარეზობას. "პენსიონერები" სამშაბათს "სანდერლენდთან" ლიგის თასზე დამარცხდნენ, თანაც სოლიდური სათამაშო უპირატესობის მიუხედავად. ჟოზე მოურინიოს გუნდს საკადრო პრობლემები არ აწუხებს. მასპინძელს კი უკვე ტრადიციული დანაკლისის გარდა ლორან კოშელნიც არ ეყოლება (უილშირზე ზემოთ ვთქვით). 28 წლის ფრანგი საუკეთესო შემთხვევაში მომდევნო ტურში თუ დაუბრუნდება მინდორს.

ცალკე თემაა არსენ ვენგერისა და ჟოზე მოურინიოს ურთიერთობა. მწვრთნელებს ერთმანეთთან მისაბაძი დამოკიდებულება არასდროს ჰქონიათ. ამას თავისი ახსნა აქვს. პორტუგალიელი ყოველთვის ისეთებს ემტერებოდა ვისგანაც მეტ საფრთხეს ელოდა და მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობასაც აწყდებოდა. ალექს ფერგიუსონის ავტორიტეტი თავისას აკეთებდა, შესაბამისად, "განსაკუთრებული" უფრო ვენგერსა და რაფა ბენიტესს "კბენდა". არადა, "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის რანგში მოურინიო ვენგერს 9-ჯერ შეხვდა, 5-ჯერ დაამარცხა და 4-ჯერ ფრედ ეთამაშა. სტუმართა გამარჯვება არც ამჯერად არის გამორიცხული...

XVII ტური

21 დეკემბერი
ლივერპული-კარდიფი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯერარდი, სტარიჯი, ენრიკე, კოატესი - ბელამი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +9=2-11 (32-36)

პალასი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტომასი, ჰანტი, მაკარტი, მარი, გედიურა - ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +5=2-9 (12-22)

ფულჰემი-სიტი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდალიეგა, ჰანგელანდი - რიჩარდსი, აგუერო, საბალეტა
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +10=11-22 (61-89)

იუნაიტედი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: - კევინ ნოლანი
ტრავმა: ფელაინი, კერიკი, ვან პერსი, რუნი - რიდი, პეტრიჩი, ვას ტე, კეროლი, დაუნინგი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 105 თამაში: +50=24-31 (200-139)

სტოკი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: - აგბონლაჰორი
ტრავმა: ჰუთი - ვლაარი, ბენეტი, ნზოგბია, ოკორე
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 69 თამაში: +22=18-29 (79-108)

სანდერლენდი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვესტვუდი - ბენეტი, პილკინგტონი, ტეტი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +9=5-13 (34-32)

ვესტ ბრომვიჩი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფოსტერი - ქუინი, ალუკო
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3=1-2 (9-8)

22 დეკემბერი
საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 17:30
დისკვალიფიკაცია: - პაულინიო
ტრავმა: კლაინი, ფოქსი, დევისი, ვანიამა, დო პრადო, ბორუცი - სანდრო, ვერტონგენი, კაბული, კეინი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 72 თამაში: +23=17-32 (92-121)

სუონსი-ევერტონი 20:00
დისკვალიფიკაცია: რანხელი -
ტრავმა: დაიერი, ვასკესი, მონკი - დელოფეუ, კონე, გიბსონი, ბეინსი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +0=2-6 (4-17)

ცენტრალური მატჩი. 23 დეკემბერი. ემირეიტსი
არსენალი-ჩელსი 00:00
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი - ფლამინი, რემსი - უოლკოტი, იოზილი, კასორლა - ჟირუ
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ლუისი, ასპილიკუეტა - მიკელი, ლემპარდი - მატა, ოსკარი, აზარი - ტორესი
დისკვალიფიკაცია: - ესიენი
ტრავმა: კოშელნი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანოგო, დიაბი - ბერტრანი, ვან გინკელი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 158 თამაში: +61=46-51 (225-204)

ბომბარდირები: 17 - ლუის სუარესი (ლივერპული), 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 8 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), აარონ რემსი (არსენალი), ლოიკ რემი (ნიუკასლი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული