თუმცა მატჩზე მეტად ამ დაპირისპირებაში სხვა რამეა აღსანიშნავი - შესვენებაზე "სანდერლენდის" იტალიელი ფორვარდი ფაბიო ბორინი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის უმალვე საავადმყოფოში გააქანეს.
გუსტავო პოიეტი (სანდერლენდი): "ფაბიო თამაშამდეც ცუდად გრძნობდა თავს. ერთად გადავწყვიტეთ, რომ ითამაშებდა, თუმცა შესვენებაზე შეუძლოდ გახდა. იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია და ის მალე გამოჯანმრთელდება".
საბედნიეროდ, 22 წლის ფეხბურთელი მალე გამოწერეს