ბრენდან როჯერსი: უსამართლობაა, როცა მხოლოდ ლუის სუარესზე ლაპარაკობენ [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ იანვარს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "ლივერპულმა" "ჰალ სიტის" უმასპინძლა და 2:0 მოუგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ბრენდან როჯერსის გუნდი 39 ქულით მე-4 ადგილზეა, "ჰალი" კი 23 ქულით მეათეა.

36-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: ბრაზილიელმა კოუტინიომ კუთხური ჩააწოდა, ხოლო დანიელ აგერმა თავურით გაიტანა.

50-ე წუთზე ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ლუის სუარესმა 2014 წლის პირველი გოლი გაიტანა - ურუგვაელმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრენდან როჯერსი (ლივერპული):
"ეს, შესაძლოა, ჩვენი საუკეთესო გამარჯვება იყო სეზონში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არასრულფასოვანი შემადგენლობით ვითამაშეთ საკმაოდ რთული კალენდრის
ფონზე. იმის მიუხედავად, რომ ენერგია გვაკლდა, გასაოცარი ჩვევები გამოვავლინეთ.

ლუის სუარესის ოსტატობას ეჭქვეშ ვერავინ დააყენებს, თუმცა უსამართლობაა, როცა მხოლოდ მასზე ლაპარაკობენ და გუნდს ივიწყებენ. ლუისი მსოფლიო კლასისაა, თუმცა უმისოდაც კი მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ"
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული