ახალი სპონსორი "ტოტენჰემისთვის"

AutoSharing Option
ინგლისური გაზეთების ცნობით, "ტოტენჰემი" უახლოეს დღეებში დაადასტურებს ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია AIA-სთან კონტრაქტის შესახებ, რომლის წყალობითაც ჩრდილოლონდონური კლუბი წელიწადში 12 მილიონ ფუნტს მიიღებს.

"დეზები" ჰონკონგური კომპანიის სარეკლამო მაისურებით ლიგისა და ასოციაციის თასებზე, ასევე, ევროპალიგის შეხვედრებში ითამაშებენ, პრემიერლიგაში კი გუნდი ძველებურად "ჰიულეტ პაკარდის" მაისურებით იასპარეზებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტოტენჰემს" აზიელებისგან წელიწადში 20 მილიონის მიღების იმედი ჰქონდა, რაზეც უარი მიიღო. პრეზიდენტი დენიელ ლევი მოლაპარაკებებს პირადად უძღვებოდა.

ვერტონგენი და კაპუ
იტალიური "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, "ნაპოლი" იანვრის ბოლომდე აუცილებლად ცდის ტოტენჰემელ იან ვერტონგენთან საიჯარო
ხელშეკრულების გაფორმებას.

ამ მიზნით, აპენინელთა წარმომადგენლები რამდენიმე დღეა, ლონდონში იმყოფებიან. რაფა ბენიტესი "დეზების" კიდევ ერთი ფეხბურთელით არის დაინტერესებული, ოღონდ ესპანელს ეტიენ კაპუსთან სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმება აქვს განზრახული.

ჩრდილოლონდონელებმა 25 წლის ფრანგი საყრდენი გასული წლის აგვისტოში 11 მილიონად "ტულუზიდან" შეიძინეს, თუმცა ის ვერ ახერხებს პრემიერლიგასთან ადაპტაციას. კლუბი მასში 20 მილიონს ითხოვს. ფეხბურთელის აგენტი ლონდონელთა "მადის" გამო აღშფოთებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული