თუმცა ის, რომ ფეხბურთელი, ამდენი ნდობის მიუხედავად, იმედებს ვერ ამართლებს (ჯერჯერობით მაინც), ამით არ აიხსნება. "ჯარისკაცს", სწორედ ამას ნიშნავს მისი სახელი ესპანურად, ჩემპიონატში 5 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ აქედან ოთხი პენალტით. თამაშიდან მან ერთადერთხელ შეძლო თავის გამოჩენა და ეს დიდი ხნის წინ - 20 ოქტომბერს, ბირმინგემის "ვილა პარკზე" მოხდა.
"ტოტენჰემს" კი 26 მილიონი ევრო ამაში ნამდვილად არ გადაუხდია. ტიმ
"შემადგენლობაში თავდამსხმელები საკმარისად გვყავს. კიდევ ვინმე რომ დაგვემატებინა, ვარჯიში უკვე შეუძლებელი გახდებოდა. ასე ვთქვათ, ეს იქნებოდა გაფორმებული სიგიჟე. სოლდადო გოლს ერთხელ აუცილებლად გაიტანს და დამიჯერეთ, რომ ამის შემდეგ ის რეგულარულად მოახერხებს ამას. ეს მხოლოდ დროის ამბავი მგონია. რობერტო ვარჯიშებზე თავს არ ზოგავს. უბრალოდ, მან ასეთივე მონდომებით უნდა განაგრძოს. ჩვენს საქმეში ყველანი პროფესიონალები ვართ და კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს ეს. რისი გაკეთება შეიძლება?
შედეგი ყოველთვის მხოლოდ თავაუღებელ შრომას მოაქვს. დარწმუნებული ვარ, რობერტოსთვის კარიერაში პირველი მსგავსი სირთულე არ იქნება. ნამდვილად არ ვაპირებ მასზე ზეწოლას და არც თავად მართებს საკუთარი თავის დადანაშაულება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"