ლივერპული-არსენალი 5:1 - "არსენალის" რბევა "ენფილდზე" [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში "ლივერპულმა" ლიდერ ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა - 5:1.

ამ მოგების შემდეგ ბრენდან როჯერსის გუნდი 50 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო "არსენალი" მეორე ადგილზე დაქვეითდა (55 ქულა).

ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა - მარტინ შკრტელმა სტივენ ჯერარდის საჯარიმო ჩაწოდება დააგვირგვინა.

მე-10 წუთზე სლოვაკმა მცველმა კვლავ გამოიჩინა თავი, ჯერარდმა ამჯერად კუთხური მოაწოდა, შკრტელმა კი თავურით გაიტანა.

მე-16 წუთზე რაჰიმ სტერლინგი ლუის სუარესმა მოძებნა და ახლო მანძილიდან გაატანინა.

მე-20 წუთზე ანგარიში უკვე 4:0 იყო "ლივერპულის" სასარგებლოდ დანიელ
სტარიჯს ფილიპე კოუტინიომ
დიდებული შორეული საგოლე პასი გაუკეთა.

52-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა მეორე ცდაზე აჯობა "არსენალის" გოლკიპერს და დუბლი შეასრულა.

69-ე წუთზე მიკელ არტეტამ პენალტით პრესტიჟის გოლი გაიტანა - 5:1.

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემ გუნდს შეუძლია საჩემპიონო რბოლაში ჩაბმა. დღევანდელ თამაშს კი ერთი სიტყვა ეთქმის - ბრწყინვალე. ჩვენი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მაღლა დავასრულოთ ჩემპიონატი. სტერლინგი ახლახან გახდა 19 წლის, მაგრამ არა მგონია, ინგლისში ახლა მასზე კარგი გარემარბი მოიძებნებოდეს".

არსენ ვენგერი (არსენალი): "ძალიან სუსტად გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. "ლივერპულს" დიდებულ გამარჯვებას ვულოცავ. ჩვენ კი უნდა დავსხდეთ და გავაანალიზოთ, რაც მოხდა და რატომ მოხდა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
Rao,Live autsaideri gegonat? Am saitis jurnalisrebs ase ratom sdzuls es gundi, mainc ver gavige... Abramovich-putinis Chelsea rom araa, tu sheixis miliardebi rom ARA aqvs??? Adre manchesterze gizdlhdebodit...eh......
Fergiusoni
10:27 09-02-2014
0

სიახლეები პოპულარული