2010 წლის ნოემბერში ლუისს ჰოლანდიის ნაკრებთან დებიუტიც კი ჰქონდა "მანშაფტში", თანაც - ძირითადში. 3.5 წლის თავზე ის უკვე აღარ ირიცხება იოახიმ ლიოვის გუნდში, რისი მიზეზიც არ არის მხოლოდ ის, რომ გერმანელთა ნახევარდაცვის ცენტრში უზარმაზარი კონკურენციაა. ფეხბურთელმა თავად მოუკლო თამაშს. შეიძლება იმის თქმაც, რომ ანდრე ვილაშ ბოაში
უქმეებზე ახალ კლუბში ჰოლტბიმ პირველად უჩვენა ის, რაც შეუძლია - "ოლდ ტრეფორდზე" სტივ სიდუელს გაატანინა. აი, რას აცხადებს ფეხბურთელი:
"მე და ჯერმეინ დეფოს ყოველთვის გამოგვდიოდა თამაში ევროპალიგის შეხვედრებში, თუმცა ტყუილად ვცდილობდით შანსის მოპოვებას პრემიერლიგაში. რატომ? ჯერ კიდევ ვცდილობ, მივხვდე, თუ რაში იყო პრობლემა, მაგრამ შეკითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობ. რამდენჯერმე ხომ მართლა კარგად ვითამაშე. საბედნიეროდ, პრობლემა ამ ეტაპზე მოგვარებულია.
მიხარია, რომ "ფულჰემში" აღმოვჩნდი. არა იმიტომ, რომ გუნდს უჭირს და მეტი შანსი მექნება, არამედ იმის გამო, რომ მისტერ მალენსტენის საფეხბურთო ხედვა, უბრალოდ, ძალიან მომწონს. ვგრძნობ, რომ აქ მენდობიან. ცხადია, მინდა, ამისთვის მადლობა კარგი თამაშით გადავუხადო.
"ტოტენჰემთან" ხელშეკრულებაში 4 წელი მრჩება, ასე რომ, მომავალში რა იქნება, ამაზე ახლა ვერ ვილაპარაკებ. ჩემ წინაშე ამ ეტაპზე ერთადერთი ამოცანაა - შევუნარჩუნო "ფულჰემს" ადგილი პრემიერლიგაში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"