მატჩის 76-ე წუთზე ლორან კოშელნიმ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმაც "არსენალის" კარში პენალტი დანიშნა.
პენალტი უზადოდ შეასრულა ჯონათან უოლტერსმა.
არსენ ვენგერი (არსენალი): "დღეს "სტოკ სიტიმ" რეფერისგან ბრწყინვალე საჩუქარი მიიღო. კოშელნი ბურთისგან 1 მეტრში იყო, მას არ ჰქონდა საშუალება ხელი გაეწია, ეს როგორ უნდა მოესწრო".