სტოკ სიტი-არსენალი 1:0: რეფერის ბრწყინვალე საჩუქარი [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში არსენ ვენგერის "არსენალი" მოულოდნელად დამარცხდა სტუმრად "სტოკ სიტისთან" - 0:1. "არსენალი" 59 ქულით მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა.

მატჩის 76-ე წუთზე ლორან კოშელნიმ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმაც "არსენალის" კარში პენალტი დანიშნა.

პენალტი უზადოდ შეასრულა ჯონათან უოლტერსმა.

არსენ ვენგერი (არსენალი): "დღეს "სტოკ სიტიმ" რეფერისგან ბრწყინვალე საჩუქარი მიიღო. კოშელნი ბურთისგან 1 მეტრში იყო, მას არ ჰქონდა საშუალება ხელი გაეწია, ეს როგორ უნდა მოესწრო".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული