თავის მხრივ, ჯონ კარვერს მიჰბაძა კრის რემზიმ და ადრევე განაცხადა, "ქუინზ პარკ რეინჯერსს" სიამოვნებით ჩავიბარებდი დიდი დროით, ვფიქრობ, ამისთვის მზად ვარო. იგი პოსტზე სეზონის ბოლომდე დარჩება, მაგრამ ქპრ-ს უფროსობის თქმით, არის შანსი, რომ პოსტზე მუშაობა ამის მერეც გააგრძელოს, ეს შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
52 წლის რემზი გუნდში ლეს ფერდინანდმა მიიყვანა, რომელმაც იგი "ტოტენჰემში" გაიცნო, რემზი "დეზების" აკადემიაში 10 წელი მუშაობდა. მართალია, "ქუინზ პარკის" პრეზიდენტი "საოცნებო
"დარწმუნებული ვარ, კრისს სრული მხარდაჭერა ექნება. იგი გუნდის მომავალში დიდ როლს შეარულებს, რომელ პოსტზეც არ უნდა მუშაობდეს. მჯერა, იგი ჩვენი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება და პრემიერლიგაში ადგილს შეგვანარჩუნებს" - თქვა ფერდინანდმა.
ტონი ფერნანდესი: "კრისს აქვს შანსი ძალიან დიდი ხნით დარჩეს პოსტზე. რასაკვირველია, არაფრის გარანტია არ არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, იგი ჰარი რედნაპის შეცვლას ღირსეულად შეძლებს ".
რემზის დანიშვნა იმითაც არის საინტერესო, რომ იგი ფერადკანიანია. ალბათ, გახსოვთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ინგლისში ახალი ტალღა გახლდათ აგორებული ფერადკანიანთა ერთგვარ ჩაგვრასთან და "შენიღბულ რასიზმთან" დაკავშირებით - ძალიან ცოტა ფერადკანიანი ინიშნება მწვრთნელებადო.
რემზის ასისტენტი კევინ ბონდი იქნება, ხოლო მეკარეების მწვრთნელი - კევინ ჰიჩკოკი. ამ სამეულს მეთვალყურეობას ფერდინანდი გაუწევს და თავის აზრს ფერნანდესს მოახსენებს ხოლმე.
"ქუინზ პარკმა" ფერი დაკარგა
ლეროი ფერის ტრავმა სერიოზული გამოდგა და იგი გუნდს 10 კვირით გამოაკლდება. არადა, 25 წლის ჰოლანდიელი ფორმაში იყო, მან "სანდერლენდთან" პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ იმავე მატჩში დაშავდა.
"ქუინზ პარკმა" დაკარგა აღმასრულებელი დირექტორი ფილიპ ბირდიც, რომელიც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კადრი გახლდათ და ქპრ-ში ამ პოსტზე სამ-წელიწადნახევარი იმუშავა. მან გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება, როგორც ჩანს, გარკვეულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"