მარტინ შკრტელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

AutoSharing Option
მარტინ შკრტელი "ბლექბერნთან" სათასო შეხვედრაში ცუდად დაეცა და კინაღამ სერიოზული ტრავმა მიიღო. 30 წლის სლოვაკმა მცირე ხნით გონებაც დაკარგა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა.

ბრენდან როჯერსმა აღნიშნა, რომ შკრტელმა, წესით, მომავალ მატჩში მონაწილეობის მიღება უნდა შეძლოს. შეგახსენებთ, რომ ამიერიდან, როდესაც ფეხბურთელი თავის არეში იღებს დაზიანებას, მენეჯერებსა და სამწვრთნელო შტაბს გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ აქვთ, ყველაფერს ექიმი წყვეტს, პლუს, "საზიარო ექიმი", რომელიც მივლენილია მატჩებზე, სიტუაციას აფასებს და ორივე გუნდის მედიკოსებს ეხმარება.

"მარტინი კარგადაა. როდესაც საკაცით გაჰყავდათ, ყვიროდა, რომ თამაში უნდოდა. ვფიქრობ, შემდეგი
მატჩისთვის მზად იქნება. მისი მინდორზე დაბრუნება მაშინაც შეიძლებოდა, მაგრამ ექიმებისთვის უნდა დაგვეჯერებინა და სჯობდა, დაესვენა" - განაცხადა როჯერსმა.

მარტინ შკრტელი: "ყველაფერი კარგადაა. ცოტა ხნით გონება დავკარგე, მაგრამ მიხარია, რომ სერიოზული არაფერია. მინდორზე დაბრუნება ძალიან მინდოდა, მაგრამ მომიხდა, ფიზიოთერაპევტებისთვის მომესმინა. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული