ბრენდან როჯერსმა აღნიშნა, რომ შკრტელმა, წესით, მომავალ მატჩში მონაწილეობის მიღება უნდა შეძლოს. შეგახსენებთ, რომ ამიერიდან, როდესაც ფეხბურთელი თავის არეში იღებს დაზიანებას, მენეჯერებსა და სამწვრთნელო შტაბს გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ აქვთ, ყველაფერს ექიმი წყვეტს, პლუს, "საზიარო ექიმი", რომელიც მივლენილია მატჩებზე, სიტუაციას აფასებს და ორივე გუნდის მედიკოსებს ეხმარება.
"მარტინი კარგადაა. როდესაც საკაცით გაჰყავდათ, ყვიროდა, რომ თამაში უნდოდა. ვფიქრობ, შემდეგი
მარტინ შკრტელი: "ყველაფერი კარგადაა. ცოტა ხნით გონება დავკარგე, მაგრამ მიხარია, რომ სერიოზული არაფერია. მინდორზე დაბრუნება ძალიან მინდოდა, მაგრამ მომიხდა, ფიზიოთერაპევტებისთვის მომესმინა. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"