ალექს ფერგიუსონის ვაჟი "დონკასტერის" მთავარი მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
ინგლისის მესამე დივიზიონის გუნდის, "დონკასტერის" მთავარ მწვრთნელად დარენ ფერგიუსონი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დარენ ფერგიუსონმა თანამდებობაზე რობი ჯონსი შეცვალა, რომელიც მწვრთნელის მოვალეობას პოლ დიკოვის გათავისუფლების შემდეგ ასრულებდა.

ჯონსის ხელმძღვანელობით, "დინკასტერმა" 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზე დაეშვა.

დარენ ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის ვაჟია.

აქამდე დარენ ფერგიუსონი, 2011-დან 2015 წლამდე, "პიტერბროს" წვრთნიდა. დარენი "პიტერბროდან" 2015 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული