აღნიშნულ ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდელებმა 26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ დონეცკელებს 24,5 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, კლუბის წარმომადგენლები კი ფლორიდაში იმყოფებიან, სადაც "შახტარი" ამჟამად ტურნირ Florida Cup-ზე ასპარეზობს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში ბრაზილიელის ანგარიშზე 22 გოლია.
შეგახსენებთ, რომ "შახტარს" Florida Cup-ზე ქართველი გიორგი არაბიძეც თან ახლავს.