რუნის მემკვიდრე? - მარკუს რეშფორდის პირველი დუბლი პრემიერლიგაში

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარკუს რეშფორდმა ზუსტად იმავე ასაკში შეძლო პრემიერლიგაში დუბლის გაფორმება, როგორც უეინ რუნიმ თავის დროზე.

28 თებერვალს 18 წლის ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო. ლონდონის "არსენალთან" (3:2) საშინაო მატჩში რეშფორდმა დუბლი გაიფორმა და "მანჩესტერ იუნაიტედს" გამარჯვება მოაპოვებინა.

აღსანიშნავია, რომ მარკუს რეშფორდი ზუსტად იმავე ასაკის იყო, როგორც რუნი, როცა პრემიერლიგაში დუბლი გაიფორმა. კერძოდ, 18 წლის და 120 დღის.

"არსენალთან" მატჩამდე სამი დღით ადრე კი რეშფორდი "მიდტიულანდთან" (5:1) ასევე დუბლით გამოირჩა.

რაც შეეხება უეინ რუნის, მან პირველი დუბლი პრემიერლიგაში
2004 წლის 21 თებერვალს, "ევერტონის" რიგებში, "საუთჰემპტონთან" (3:3) შეხვედრაში შეასრულა.

- პრემიერლიგა. XXVII ტური: ვან გაალის საიდუმლო იარაღი [VIDEO]
- ევროპალიგა. 1/16 ფინალი. საპასუხო მატჩები: ვან გაალი 18 წლის დებიუტანტმა იხსნა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული