95 მილიონი ევრო არსენ ვენგერს: პრიორიტეტი მცველი და ნახევარმცველია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს ახალ ფეხბურთელთა შესაძენად 95 მილიონ ევროს გამოუყოფს, ამ თანხით კი ვენგერი ცენტრალური მცველისა და ნახევარმცველის შეძენას ეცდება.

ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ლონდონელთა ხელმძღვანელობა არსენ ვენგერთან, ალექსის სანჩესსა და მესუთ იოზილთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მათ გარდა, ლონდონელებს სანტი კასორლას, ოქსლეიდ-ჩემბერლენის, აარონ რემსის, ჯეკ უილშირისა და პერ მერტეზაკერის შენარჩუნება სურთ, რომლებსაც კონტრაქტები 2017 და 2018 წლებში ეწურებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული