პრემიერლიგა. გადმოტანილი მატჩები: "ლივერპულმა" მერსისაიდის დერბი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
20 აპრილს ინგლისში სამი გადმოტანილი შეხვედრა გაიმართა. რომელთაგანაც ყველაზე დიდ ინტერესს მერსისაიდული დერბი იწვევდა.

ბრძოლა არ შედგა - "ლივერპულმა" "ევერტონი" 4:0 გაანადგურა. პირველი ტაიმის ბოლოს გოლები დივოკ ორიჯიმ და მამადუ სახომ გაიტანეს. მეორე ტაიმში თავი დანიელ სტარიჯმა და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს.

იურგენ კლოპი: "დიდი ანგარიშით მოგება ძალიან კარგია, მაგრამ დივოკ ორიჯის ტრავმამ ძალიან გამიფუჭა განწყობა".

ლუი ვან გაალის "მანჩესტერმა" 2:0 დაამარცხა "კრისტალ პალასი", სტუმართა ავტოგოლს მატეო დარმიანის გოლი მოჰყვა. ლონდონში "ვესტ ჰემმა" 3:1 მოუგო "უოტფორდს".

ვესტ ჰემი-უოტფორდი 3:1
გოლები: 1:0 კეროლი
(11), 2:0 ნოუბლი (45-პენ.), 3:0 ნოუბლი (53-პენ.), 3:1 პრიოდლი (64)
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ანტონიო, რიდი, ოგბონა, კრისუელი - ნოუბლი, კუაიტე, ლანსინი - სახო (78. მოზესი), პაიე (90+3. კოლინსი), კეროლი (87. ემენიკე)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - პარედესი, პრიოდლი, კატკარტი, ჰოლებასი - გედიურა (57. ანია), ბეჰრამი, სუარესი, აბდი (76. დინი) - ხურადო (56. ხურადო), ამრაბატი
შენიშვნა: დინიმ ვერ გამოიყენა პენალტი (90+1)
გაფრთხილება: - პრიოდლი, სუარესი, ამრაბატი, ამრაბატი
გაძევება: ამრაბატი (90+3)
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 11-17 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 18(7)-7(4) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 34 857

მანჩესტერი-კრ. პალასი 2:0
გოლები: 1:0 დელანი (4-ს. კ.), 2:0 დარმიანი (55)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი,დარმიანი - შნეიდერლენი - ლინგარდი (73. ერერა), მატა, რუნი (78. ფელაინი), მარსიალი - რაშფორდი (64. დეპაი)
კრ. პალასი (4-2-3-1): სპერონი - კელი, მარიაპა, დელანი, სუარე - იედინაკი, კაბაი (66. მაკარტი) - ზაფა, ლი (60. მატჩი), საკო - ადებაიორი (75. ვიქჰემი)
გაფრთხილება: დარმიანი - კელი, სუარე
კუთხური: 10-2 ჯარიმა: 13-7 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 16(10)-5(0) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 75 408
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლივერპული-ევერტონი 4:0
გოლები: 1:0 ორიჯი (43), 2:0 სახო (45+2), 3:0 სტარიჯი (61), 4:0 კოუტინიო (76)
ლივერპული (4-4-1-1): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო - ლალანა, მილნერი (81. აიბი), ლუკასი, კოუტინიო - ფირმინო (66. ალენი) - ორიჯი (54. სტარიჯი)
ევერტონი (4-4-2): რობლესი - ოვიედო, სტოუნსი (62. პიენაარი), ფუნეს მორი, ბეინსი - მაკარტი, ბერი (46. ბეშიჩი) - მირალასი, ბარკლი (58. კლევერლი), ლენონი - ლუკაკუ
გაფრთხილება: მილნერი - ლენონი
გაძევება: ფუნერ მორი (50)
კუთხური: 9-1 ჯარიმა: 8-11 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 37(13)-3(0) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 43 854
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

21 აპრილი
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 22:45

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი), გილფი სიგურდსონი (სუონსი); 10 - მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ალექსის სანჩესი (არსენალი), დელე ალი (ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული