* "ლესტერმა" ჩემპიონატში 22 გამარჯვება იზეიმა. უმაღლეს ლიგაში გუნდს ამდენჯერ არასდროს უმარჯვია. 21-21 მოგება "მელიებს" 1928/29 და 1965/66 წლების სეზონში ჰქონდათ.
* ლეონარდო ულოას ბოლო 2 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. ზუსტად ამდენი ჰქონდა წინა 25 შეხვედრაშიც.
* მხოლოდ სტიდ მალბრანკი შეცვლილა პრემიერლიგის ერთ სეზონში უფრო მეტჯერ (29-ჯერ, 2009/10), ვიდრე შინჯი
* შეი გივენი გახდა მე-14 ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც პრემიერლიგის მატჩი 40 წლის ან უფრო უფროს ასაკში დაიწყო (40 წლის და 3 დღის).
* სერხიო აგუეროს პრემიერლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 21 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.
* კუნმა ზედიზედ 5 ტურში პრემიერლიგაში უკვე მეოთხედ გაიტანა. ის ბოლო 4 წელია, ერთხელ მაინც ახერხებს ამის გაკეთებას: 2013 წლის ნოემბერი; 2014 წლის იანვარი და 2015 წლის მაისი.
* მესუთ იოზილმა მიმდინარე სეზონში 137 საგოლე შანსი შექმნა. ასეთი შედეგი პრემიერლიგაში 2003/04 წლების სეზონის მერე არც ერთს ფეხბურთელს არ ჰქონია, იქამდე კი მსგავს სტატისტიკას არ ითვლიდნენ.
* ოლივიე ჟირუს უკვე 14 ტურია, აღარ გაუტანია. ინგლისის ჩემპიონატში ფრანგს ამხელა პაუზა აქამდე არ ჰქონია.
* "ნიუკასლს" "ენფილდზე" 21 მატჩია, 1994 წლის მერე არ მოუგია.
* დანიელ სტარიჯს პრემიერლიგაში ჯორდების წინააღმდეგ ჩატარებულ 7 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.
* "საუთჰემპტონს" 14 ბურთი აქვს თავური დარტყმებით გატანილი, რაც ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
* "ჩელსიმ" "ალუბლებს" ზუსტად 4-ჯერ დაურტყა და 4-ჯერვე გაუტანა.
* 2014 წლის თებერვლის მერე ედენ აზარმა მატჩში ერთ გოლზე მეტი პირველად გაიტანა. პრემიერლიგაში მას 29 თამაშის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი.
* პედროს უკანასკნელ 7 პრემიერლიგურ შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, როდესაც წინა 19-ში სულ 2 ჰქონდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"