"მანჩესტერში" ჯერაც გაურკვევლობაა - ხელმძღვანელობამ მოურინიოს ლოდინისთვის 5 მილიონი ევრო გადაუხადა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ჯერაც ვერ გადაწყვიტა, აპირებს თუ არა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლუი ვან გაალის გათავისუფლებას.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, მანკუნიანელებმა ჟოზე მოურინიოს 5 მილიონი ევრო გადაუხადეს, რათა იმ პერიოდის მანძილზე, სანამ ვან გაალის მომავალს გადაწყვეტენ, პორტუგალიელმა სხვა გუნდებისგან მიღებული შემოთავაზებები უარყოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოურინიო კვირის მანძილზე ჩაუდგება კლუბს სათავეში, ტრანსფერებზე კი 260 მილიონი ევრო გამოეყოფა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული