როგორც Daily Mail-ი იტყობინება, მანკუნიანელებმა ჟოზე მოურინიოს 5 მილიონი ევრო გადაუხადეს, რათა იმ პერიოდის მანძილზე, სანამ ვან გაალის მომავალს გადაწყვეტენ, პორტუგალიელმა სხვა გუნდებისგან მიღებული შემოთავაზებები უარყოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოურინიო კვირის მანძილზე ჩაუდგება კლუბს სათავეში, ტრანსფერებზე კი 260 მილიონი ევრო გამოეყოფა.