ლიგის თასი. III რაუნდი: "ჩელსიმ" იწვალა, "არსენალმა" და "ლივერპულმა" გაილაღეს [VIDEO]

AutoSharing Option
20 სექტემბერს ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდის შეხვედრები გაიმართა. მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს "ჩელსიმ", "ლივერპულმა", "არსენალმა", "ნიუკასლმა", "რედინგმა", "ნორვიჩმა", "პრესტონმა" და "ლიდსმა".

ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად "ლესტერს" დრამატულ მატჩში, დამატებით დროში მოუგო - 4:2. არადა, მასპინძლებმა პირველ ტაიმში შინჯი ოკაზაკის დუბლით (17-ე და 34-ე წუთები) ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. შესვენებამდე სხვაობა გარი კეჰილმა შეამცირა (45), მეორე ტაიმის დასაწყისში კი სესარ ასპილიკუეტამ (49) გაათანაბრა.

მასპინძლებს 89-ე წუთზე მარჩინ ვასილევსკი გაუძევეს, დამატებით ტაიმებში კი დუბლი უკვე სესკ ფაბრეგასმა (92, 94) შეასრულა და ანტონიო
კონტეს
გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრად იოლად მოიგო ლონდონის "არსენალმა", რომელმაც ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა "ნოტინგემ ფორესტს". 23-ე წუთზე "მეთოფეები" გრანიტ ჯაკამ გაიყვანა წინ, მეორე ტაიმში კი ლუკას პერესმა დუბლი მიითვალა (60-ე პენ, 71-ე). საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იოლად მოიგო სტუმრად "ლივერპულმა", რომელმაც "დერბი ქაუნთის" 3:0 სძლია. 24-ე წუთზე ანგარიშით რეგნარ კლავანმა გახსნა, 50-ზე ფილიპე კოუტინიომ გაიტანა, 54-ზე კი დივოკ ორიგიმ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა მატჩები:
ლიდსი-ბლექბერნი 1:0
ბორნმუთი-პრესტონი 2:3 (დ.დ)
ევერტონი-ნორვიჩი 0:2
ბრაიტონი-რედინგი 1:2
ნიუკასლი-ვულვერჰემპტონი 2:0

ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდის დანარჩენი მატჩები დღეს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული