ფრანჩესკო გვიდოლინი შესაძლოა გაათავისუფლონ

AutoSharing Option
"სუონსიმ" შესაძლოა, ფრანჩესკო გვიდოლინი დაითხოვოს. წინა სეზონის ბოლო მონაკვეთში გამოცდილმა იტალიელმა კარგად იმუშავა და ამოცანას მიაღწია, უელსელებს პრემიერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა, მაგრამ "თეთრი გედების" ხელმძღვანელებს მეტის ამბიცია აქვთ და 6 ტურის მერე 4 ქულა ნამდვილად არ აკმაყოფილებთ.

გვიდოლინს ფეხბურთელებისა და საფეხბურთო ექსპერტების დიდი ნაწილი უჭერს მხარს, მას კარგი პრესა აქვს. თუმცა გავრცელებული ცნობებით, კლუბის პრეზიდენტი ჰიუ ჯენკინსი უკვე კანდიდატების შერჩევის პროცესშია და მეტიც, რამდენიმე შეხვედრაც ჰქონია. ორი მთავარ კანდიდატურიდან ერთი ადვილად პროგნოზირებადი გახლავთ, ხოლო მეორე ცოტა მოულოდნელი. პროგნოზირებადში, რომ რაიან გიგზი
ვიგულისხმეთ ალბათ მიხვდებოდით.

"მანჩესტერ იუნაიტედის" უელსელ ლეგენდას დიდი ხანია, მწვრთნელობის სერიოზულად დაწყება სურს და შესაბამის შეთავაზებას ელის, მაგრამ ჯენკინსს მისი გამოუცდელობა აბრკოლებს. მოულოდნელ კანდიდატს რაც შეეხება… ვრცელდება ინფორმაცია, რომ უელსს "საიდუმლოდ" ეწვია ბობ ბრედლი, ამერიკის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი.

ჯენკინსი მას შეხვედრია და უკვე მოლაპარაკებებიც დაუწყია. ბრედლი ამჟამად "ლე ავრს" უდგას სათავეში, მაგრამ დიდი ხანია, პრემიერლიგაში მისვლა სურს.

ხოლო "სუონსიში" ამერიკელი ინვესტორების წილისა და კლუბისადმი დიდ ინტერესის შესახებ კი მოგეხსენებათ… კლუბის სათავეში სხვადასხვა ბანაკებად გადანაწილდნენ - ერთნი მიიჩნევენ, რომ გვიდოლინს დრო სჭირდება და კიდევ ცოტა ხანი უნდა დასცალდეს, მეორენი გიგზის კანდიდატურას ეხებიან, ხოლო მესამენი ბრედლის ვარიანტით არიან მოხიბლულნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული