მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რაც საწყის წუთებზე გატანილ ორ გოლში აისახა. ჯერ ლორენცო ინსინიემ დაურტყა ჯანლუიჯი დონარუმას აუღებელი, შემდეგ კი ხოსე კალეხონი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფრთიდან და მახვილი კუთხიდან დალაშქრა მასპინძელთა კარი.
მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდნენ გონს მილანელები და პირველი ტაიმის შუაწელს, იურაი კუცკამ ერთი ბურთი გაქვითა. "მილანმა" თამაშში ინტრიგა დააბრუნა, თუმცა მეტის გატანა ვეღარ შეძლო და მატჩი ასეც დასრულდა,
ვინჩენცო მონტელა (მილანი): "სწრაფი გოლები გავუშვით და მეტოქემ დიდი უპირატესობა მოიპოვა. შემდეგ მოვუმატეთ და პერიოდულად, უპირატესობას ვფლობდით. მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვიხილეთ, რაც ორივე გუნდის დამსახურებაა. გასულ სეზონში, "ნაპოლი" მეორე იყო ჩემპიონატში, სულ მალე მადრიდის "რეალს" შეხვდება, ჩვენ კი ამ გუნდს არაფერი დავუთმეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია იმ გზის, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს".
მაურიციო სარი (ნაპოლი): "ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა და ასეც გამოვიდა. შეცდომა დავუშვით, რომ ორი გატანილი გოლის შემდეგ ბურთის გორება დავიწყეთ და მეტოქე ამოვასუნთქეთ - ასეთ დროს მესამე გოლზე უნდა იფიქრო. სხვა მხრივ, კმაყოფილი ვარ შეგირდების თამაშით. კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც კიდევ უფრო მეტი შეუძლია".
ტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "ლაციოს" უმასპინძლა. ბრძოლა არ შედგა, რადგან ტურინელებმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე სძლიეს მეტოქეს.
მატჩის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მასპინძლები უკვე ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ. ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან ფედერიკო მარკეტის შანსი არ დაუტოვა. მეორე გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთზე ითამაშა და დასწრებაზე, ერთი შეხებით ბადეში გაახვია. დარჩენილ დროში რომაელებმა სცადეს თამაშის გადარჩენა, მაგრამ მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა. მთლიანობაში, "იუვენტუსმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და კვლავაც პირველ ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ "ლაციოსთან" შეხვედრაში მასიმილიანო ალეგრიმ ახალი ტაქტიკური მონახაზი გამოსცადა და მეტოქეს 4-2-3-1 სქემით დაუპირისპირდა. ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი გონსალო იგუაინი იყო, რომელსაც სიღრმიდან პაულო დიბალა, ხუან კუადრადო და რაც ყველაზე უცნაურია, მარიო მანჯუკიჩი ეხმარებოდნენ. თუ თამაშით ვიმსჯელებთ, ექსპერიმენტმა გაამართლა.
მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "პერიოდულად, თავში გიჟური იდეები მომდის და შემდეგ მის განხორციელებას ვცდილობ. მარიო მანჯუკიჩის ფლანგზე ხილვა მართლაც უცნაურია, მაგრამ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. გამოვცადეთ ახალი ტაქტიკა, რადგან სეზონი გრძელია და რაც უფრო კარგად ვიქნებით შეიარაღებულნი, მით უკეთესი. ბევრი შემტევი გვყავდა მოედანზე, თუმცა მეტოქეს არაფერი გავაბედინეთ და დაცვაში უშეცდომოდ ვიდექით, რაც ძალიან მახარებს".
სერია A. XXI ტური
კიევო-ფიორენტინა 0:3
გოლები: 0:1 ტელიო (18), 0:2 ბაბაქარი (45-პენ), 0:3 კიეზა (90)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, ცეზარი, დაინელი, გობი (82. ისკო) - კასტრო, დე გუზმანი, ბასტიენი (73. ჰეტემაი) - ბირსა - მეჯორინი, პელისიერი (54. ინგლეზე)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - სანჩესი, გონსალო (82. ტომოვიჩი), ასტორი - კიეზა, ვესინო, ბადელი, ტელიო (46. ოლივერა) - ბერნარდესკი (67. კრისტოფორო), ბორხა ვალერო - ბაბაქარი
მაყურებელი: 14 000
მილანი-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 ინსინიე (6), 0:2 კალეხონი (9), 1:2 კუცკა (37)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, გომესი, კალაბრია - პასალიჩი (86. ნიანგი), კუცკა, სოსა - სუსო (74. ბერტოლაჩი), ბონავენტურა, ბაკა (73. ლაპადულა)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ტონელი, ალბიოლი, სტრინიჩი - ალანი (86. როგი), ჟორჟინიო (61. დიავარა), ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი
მაყურებელი: 60 000
იუვენტუსი-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 დიბალა (5), 2:0 იგუაინი (16)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი (74. ბარძალი), ბონუჩი, კიელინი, ასამოა - ხედირა, პიანიჩი - კუადრადო, დიბალა (82. რინკონი), მანჯუკიჩი - იგუაინი (87. პიაცა)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - პატრიჩი, დე ვრი, ვოლასი, რადუ (60. ლუკაკუ) - პაროლო, ბილია (60. ჯორჯევიჩი), სავიჩი - Lომბარდი (66. მურჯა), ანდერსონი, იმობილე
მაყურებელი: 40 000
ბოლონია-ტორინო 2:0
გოლები: 1:0 ჯემაილი (43), 2:0 ჯემაილი (83)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - კრაფტი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა - ნაგი (78. დონსა), პულგარი, ჯემაილი - კრეიჩი (88. რიცო), დი ფრანჩესკო (72. ვერდი), დესტრო
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა (46. დე სილვესტრი), როსეტინი, მორეტი, ბარეკა - ბენასი (79. მარტინესი), ვალდიფიორი (66. იტურბე), ბაზელი - ლიაიჩი, იაგო, ბოიე
მაყურებელი: 22 000
ემპოლი-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 მჭედლიძე (82)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (56. ვესელი), ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი, ბუჩელი, კროჩე - პუჩარელი (72. ტელიო) - მაკარონე (78. ტიამი), მჭედლიძე
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ფარაონი, დანილო, ფელიპე, სამირი - ფოფანა, ალფრედსონი (63. კუმსი), იანკტო (85. მატოსი) - დე პაული, ტერო, საპატა (55. პერიცა)
მაყურებელი: 12 000
ჯენოა-კროტონე 2:2
გოლები: 1:0 სიმეონე (43), 1:1 ჩეკერინი (54), 2:1 ოკამპოსი (66-პენ.), 2:2 ფერარი (74)
ჯენოა (3-4-3): ლამანა - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ედენილსონი, კატალდი, რიგონი (30. კოფიე), ლაქსალტი - ოკამპოსი (79. პინილია), ლაზოვიჩი (61. პანდევი), სიმეონე
კროტონე (4-4-2): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, სამპირიზი - როდენი, კრიზეტიგი, ბარბერისი, სტოიანი (75. მარტელა) - ფალჩინელი, ტროტა
მაყურებელი: 22 000
პალერმო-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 ჟოაო მარიო (65)
პალერმო (3-5-1-1): პოსავეცი - ციონეკი, გოლდანიგა, გონსალესი - რისპოლი (78. დიამანტი), ენრიკე (72. ბალოგი), პეცელა, მატო (81. ჩოჩევი), ემბალო - კუაიზონი - ნესტეროვსკი
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, ანსალდი - ბროზოვიჩი, გალიარდინი - კანდრევა (82. სანტონი), ბანეგა (55. ჟოაო მარიო), პერიშიჩი (77. კონდოგბია) - იკარდი
გაძევება: გაცი (90. პალერმო)
მაყურებელი: 25 000
პესკარა-სასუოლო 1:3
გოლები: 0:1 მატრი (1), 1:1 ბაჰებეკი (58), 1:2 პელეგრინი (55), 1:3 მატრი (73)
პესკარა (3-4-2-1): ბიძარი - ფორნაზიერი, სტენდარდო, კოდა (74. ბენალი) - კრეშენცი, ბრუნო, კრისტანტე, ბირაგი - ვერე (63. მემუშა), კაპრარი - ბაჰებეკი (66. პეპე)
სასუოლო (4-2-3-1): კონსილი - ლიროლა (54. ანტეი), კანავარო, აჩერბი, პელუზო - აკვილანი, მაციტელი - ბერარდი, პელეგრინი (81. დანკანი), პოლიტანო - მატრი (75. დეფრელი)
მაყურებელი: 10 000
ატალანტა-სამპდორია 1:0
გოლი: 1:0 გომესი (55-პენ)
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - კალდარა, ბასტონი, მაზიელო - კონტი (61. ზუკანოვიჩი), მელეგონი (46. გრასი), ფრეულერი, სპინაცოლა - კურტიჩი, გომესი (88. ტოლოი) - პეტანია
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - პერეირა, სილვესტრი, შკრინიარი, პავლოვიჩი - ლინეტი (58. მურიელი), ტორეირა, პრაეტი (51. ჯურიჩიჩი) - ფერნანდესი (83. ბუდიმირი) - შჩიკი, კვალიარელა
მაყურებელი: 20 000
რომა-კალიარი 1:0
გოლი: 1;0 ჯეკო (55)
რომა (3-4-2-1): სჩესნი - მანოლასი (90. ვერმაელენი), რუდიგერი, ფაციო - პერესი, დე როსი, სტროტმანი, ემერსონი - ნაინგოლანი (88. პარედესი), პეროტი (81. ელ შაარავი) - ჯეკო
კალიარი (4-3-2-1): რაფაელი - პიზაკანე (81. ფარაგო), ჩეპიტელი, ალვეში, მურუ - დესენა (56. ჟოაო პედრო), პანაიოტისი, ბარელა - ისლა, ფარიასი (72. საუ) - ბორიელო
გაძევება: ჟოაო პედრო (90. კალიარი)
მაყურებელი: 40 000
ბომბარდირები:
15 - მაურო იკარდი (ინტერი); 14 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა); 12 - დრის მერტენსი (ნაპოლი).
მომდევნო ტური
28 იანვარი: ლაციო-კიევო, ინტერი-პესკარა;
29 იანვარი: ტორინო-ატალანტა, კალიარი-ბოლონია, კროტონე-ემპოლი, ფიორენტინა-ჯენოა, სასუოლო-იუვენტუსი, უდინეზე-მილანი, სამპდორია-რომა, ნაპოლი-პალერმო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"