აურელიო დე ლაურენტისი: "რეალთან" მატჩები მთელ სეზონს უდრის

AutoSharing Option
"ნაპოლი" შესანიშნავ ფორმაშია, რაც სერია A-ს ბოლო ტურში დაამტკიცა. მაურიციო სარის გუნდი "ბოლონიას" ესტუმრა და 7 გოლი გაუტანა.

ბრწყინვალე ფორმაში არიან მარეკ ჰამშიკი და დრის მერტენსი, რომლებმაც ბოლონიელებს სამ-სამი გოლი გაუტანეს. კარგად ირჯებიან ხოსე კალეხონი და ლორენცო ინსინიე და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, გუნდს არკადიუშ მილიკი დაუბრუნდა. ბოლო ტურში მილიკი, ისევე, როგორც ლეონარდო პავოლეტი, თადარიგში იჯდა. მოკლედ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს კარგ ფორმაში ხვდება, მეტოქედ კი ნეაპოლელებს მადრიდის "რეალი" ჰყავთ.

"რეალთან" მოახლოებული მატჩების შესახებ პრესასთან კომენტარი "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე
ლაურენტისმა გააკეთა: "გუნდი პროგრესირებს და ბუნებრივია, რომ ეს ძალიან მახარებს. დღეს "ნაპოლი" გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე სეზონის სტარტზე ან თუნდაც გასულ სეზონში. მართალია, აღარ გვყავს გონსალო იგუაინი, მაგრამ გვყავს გუნდი, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. დიახ, ნებისმიერის და მათ შორის, მადრიდის "რეალის".

არ არსებობენ დაუმარცხებელი გუნდები და ეს "რეალსაც" ეხება - ამიტომ მაქსიმალური მობილიზება, სრული კონცენტრირება და ყველაფერი კარგად იქნება. არის თამაშები, რომლებიც მთელ სეზონს უდრის და ასეთია "რეალთან" დაპირისპირება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პლუსები და უნდა გამოვიყენოთ - თუ "რეალი" გავა მომდევნო ეტაპზე, ნეაპოლში ამისგან ტრაგედიას არ შექმნიან, ჩვენი გამარჯვება კი სენსაცია იქნება.

"რეალთან" მატჩებს ექნება დაახლოებით ისეთივე დატვირთვა, როგორც "იუვენტუსთან" ნებისმიერ დაპირისპირებას - ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ და გულშემატკივარი გავაბედნიეროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული