13:28 18-02-2017
სერია A. XXV ტური: "იუვენტუსმა" "პალერმოსაც" მოუგო და "ბარსელონას" წამოეწია [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძელთა რიგებში დუბლი პაულო დიბალამ (მე-40, 89-ე წუთები) გაიფორმა, თითოჯერ კი სტუმართა კარში კლაუდიო მარკიზიომ (13) და გოსნალო იგუაინმა (63) გაიტანეს. სიცილიურ გუნდში პრესტიჟის გოლი 93-ე წუთზე ივაილო ჩოჩევმა შეაგდო.
სერია A-ს ლიდერმა 63 ქულა დააგროვა და ამჟამად 10 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან "რომას", რომელსაც თამაში რეზერვში აქვს. "პალერმო" 14 ქულით მე-18 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში გამარჯვებით "ბებერმა ქალბატონმა" ჩემპიონატის საშინაო მატჩებში მოგებათა სერია 29-მდე გაზარდა. ამ მაჩვენებლით "იუვენტუსმა" ფრანგულ "სენტ ეტიენს" (28 მატჩი 1974-75 წლებში) აჯობა და ევროპული ლიგების ტოპ-ხუთეულში (ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი) მეორე ადგილზე გადავიდა.
რეიტინგში ლიდერი "ბარსელონაა", რომელმაც 1958-იდან 1960 წლამდე, ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 39 საშინაო მატჩში იმარჯვა. რაც შეეხება ტურინულ გრანდს, ბოლოს "იუვენტუსმა" სერია A-ს საშინაო შეხვედრაში სამი ქულის აღება 2015 წლის 23 სექტემბერს, "ფროზინონესთან" თამაშში (1:1) ვერ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული