სერია A. XXV ტური: "იუვენტუსმა" "პალერმოსაც" მოუგო და "ბარსელონას" წამოეწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 თებერვალს იტალიის სერია A-ს XXV ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერმა ტურინის "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "პალერმო" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში დუბლი პაულო დიბალამ (მე-40, 89-ე წუთები) გაიფორმა, თითოჯერ კი სტუმართა კარში კლაუდიო მარკიზიომ (13) და გოსნალო იგუაინმა (63) გაიტანეს. სიცილიურ გუნდში პრესტიჟის გოლი 93-ე წუთზე ივაილო ჩოჩევმა შეაგდო.

სერია A-ს ლიდერმა 63 ქულა დააგროვა და ამჟამად 10 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან "რომას", რომელსაც თამაში რეზერვში აქვს. "პალერმო" 14 ქულით მე-18 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ
ბოლო ტურში გამარჯვებით "ბებერმა ქალბატონმა" ჩემპიონატის საშინაო მატჩებში მოგებათა სერია 29-მდე გაზარდა. ამ მაჩვენებლით "იუვენტუსმა" ფრანგულ "სენტ ეტიენს" (28 მატჩი 1974-75 წლებში) აჯობა და ევროპული ლიგების ტოპ-ხუთეულში (ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი) მეორე ადგილზე გადავიდა.

რეიტინგში ლიდერი "ბარსელონაა", რომელმაც 1958-იდან 1960 წლამდე, ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 39 საშინაო მატჩში იმარჯვა. რაც შეეხება ტურინულ გრანდს, ბოლოს "იუვენტუსმა" სერია A-ს საშინაო შეხვედრაში სამი ქულის აღება 2015 წლის 23 სექტემბერს, "ფროზინონესთან" თამაშში (1:1) ვერ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული