39 წლის ლეგენდარული მეკარე ტოტისთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. წინ მხოლოდ ხავიერ ძანეტია 615 მატჩით და პაოლო მალდინი 647 მატჩით.
ბუნებრივია, რომ ფრანჩესკო ტოტი და ჯანლუიჯი ბუფონი ხავიერ ძანეტის მალევე გაუსწრებენ. აი, მალდინის შედეგს თუ შესწვდებიან, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თავად ბუფონმა მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სტატისტიკური მიღწევებით კარიერის
გთავაზობთ ჩემპიონატში თამაშების მიხედვით მოწინავე ათეულს. მოქმედი ფეხბურთელებიდან ათეულთან ყველაზე ახლოს ალბერტო ჯილარდინოა, "პესკარას" 34 წლის ფორვარდს სერია A-ში 512 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც მე-13 შედეგია.
თამაშები სერია A-ში. ტოპ-10
ფეხბურთელი წლები თამაში
1. პაოლო მალდინი 1984-2009 647
2. ხავიერ ძანეტი 1995-2014 615
3. ფრანჩესკო ტოტი 1992- 612
4. ჯანლუიჯი ბუფონი 1995- 612
5. ჯანლუკა პალიუკა 1987-2007 592
6. დინო ძოფი 1961-83 570
7. პიეტრო ვერხოვოდი 1980-2000 562
8. რობერტო მანჩინი 1981-2000 541
9. სილვიო პიოლა 1929-54 537
10. ენრიკო ალბერტოზი 1958-80 532
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"