მონჩი: ამ რესურსით, "რომას" გაცილებით მეტი შეუძლია

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში, იტალიური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში რამონ როდრიგესია, იგივე მონჩი, რომელიც "სევილიას" სპორტული დირექტორის პოსტს ტოვებს და დიდია შანსი, იგივე პოსტი "რომაში" დაიკავოს.

მონჩი ადასტურებს, რომ რომაული კლუბის მესვეურებთან აქტიურ მოლაპარაკებაშია ჩაბმული, თუმცა სჯობს იტალიურ პრესაში გამოქვეყნებულ მოკლე ინტერვიუს გავეცნოთ, სადაც ესპანელი თავად ისაუბრებს წარსულსა და სამომავლო გეგმებზე...

- რატომ თქვით უარი ესპანური კლუბების შეთავაზებაზე?
- ჩემი გული "სევილიას" ეკუთვნის და არ მაქვს სურვილი, სხვა ესპანურ კლუბს ვემსახურო. ამიტომ თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის უცხოური ვარიანტები იქნებოდა მიმზიდველი.

- "რომა"
სწორედ ასეთი ვარიანტია?

- "რომადან" კონკრეტული წინადადება მივიღე და ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები. ძალიან მომწონს პროექტი, რომელიც კლუბის მესვეურებმა შეიმუშავეს და არ დავმალავ, რომ შეთანხმების ალბათობა მაღალია.

- რომთან თუ გაქვთ კავშირები ან უბრალოდ მოგონებები?
- მხოლოდ ტურისტის რანგში და ამ დიდებულ ქალაქში გატარებული ყოველი დღე სასიამოვნოდ მახსენდება. მომენატრა რომი და იმედია, მალე დავბრუნდები.

- "სევილიაში" ბევრი კარგი ტრანსფერი გაჩარხეთ და რომელს გამოარჩევთ?
- დანი ალვეშის ტრანსფერს, რომელმაც "სევილიაში" შესანიშნავად იასპარეზა და შემდეგ "ბარსელონაში" გადაბარგდა.

- "რომას" მესვეურებისგან თუ მიიღეთ ფინანსური გარანტიები ტრანსფერებისთვის?
- "რომაში" საკმარისი ფინანსებია იმისთვის, რომ გუნდი გაცილებით უკეთ თამაშობდეს და ევროპულ გრანდებს უწევდეს კონკურენციას.

პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო და იქამდე ვილაპარაკო, სანამ კონტრაქტს ხელს მოვაწერ. ამ დროისთვის, არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გასარკვევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული