პაულო დიბალას ახალი კონტრაქტი და 7 მილიონი ევრო

AutoSharing Option
როგორც იტალიური სპორტული პრესა იუწყება, "იუვენტუსის" მესვეურები პაულო დიბალას ახალი ხელშეკრულების დეტალებზე შეუთანხმდნენ და რამდენიმე დღეში კონტრაქტს ხელი მოეწერება.

23 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ტურინულ გრანდს ბედს 2022 წლამდე დაუკავშირებს, ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი, მისი წლიური ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება. ამრიგად, დიბალა გონსალო იგუაინთან ერთად, "იუვენტუსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ამ თემაზე კომენტარი თავად დიბალამ გააკეთა:

"ტურინში თავს იდეალურად ვგრძნობ და რა თქმა უნდა, გუნდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ვაპირებ. ეს დღე ახლოა, რადგან ყველა საკითხი შეთანხმებულია. მსურს, რომ "იუვეში" რაც
შეიძლება დიდხანს დავრჩე და გუნდთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო. "იუვენტუსი" ახალ ისტორიას წერს და ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ ისტორიის ნაწილი ვარ".

გუშინ, გვიან საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიბალამ უკვე გააფორმა ახალი კონტრაქტი "იუვენტუსთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული