სერია A. XXIV ტური: "იუვენტუსი" ბერგამოში ქულას დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აპრილს, იტალიის სერია A-ში 34-ე ტურის სასტარტო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად ბერგამოში "ატალანტასთან" ფრედ 2:2 ითამაშა.

მასპინძლები ანგარიშში პირველი ტაიმის მიწურულს, ანდრეა კონტის (45) გოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ კი ანგარიში ლეონარდო სპინაცოლას ავტოგოლით გათანაბრდა.

"ბებერი ქალბატონი" 83-ე წუთზე დანი ალვეშმა დააწინაურა, თუმცა 89-ეზე რემო ფროილერმა გაიტანა და "ატალანტას" ქულა მოუტანა.

"იუვენტუსი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მდევარ "რომას" 9 ქულით უსწრებს, რომელსაც თამაში რეზერვში. "ატალანტა" მეხუთეზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული