"ფრანჩესკო ტოტი თვითონ არის "რომა" და მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო. იმედია, ოდესმე იმის 5% მეცოდინება გუნდზე, რაც ტოტიმ იცის. ვადასტურებ, რომ სეზონის ბოლოს ფრანჩესკო დაასრულებს კარიერას და კლუბის დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლებს. იმედია, მასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა მექნება. ტოტიმ მთელი კარიერა "რომას" მიუძღვნა და მჯერა, რომ
ფრანჩესკო ტოტი 13 წლის იყო, როდესაც "რომას" აკადემიაში მივიდა, სამი წლის შემდეგ კი მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა. სულ "ჯალოროსის" მაისურით 783 მატჩი გამართა და 307 გოლი გაიტანა. 2001 წელს ტოტი "რომასთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა, 2006 წელს კი იტალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალი მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"