მონჩის სიტყვებმა იტალიური სპორტული მედია მოიარა, 39 წლის ტოტი კი, როგორც ფეხბურთელი, გამოიტირეს - თუმცა, თავად ფრანჩესკო დუმდა, რამაც გარკვეული ეჭვები გააჩინა - ხომ არ აპირებს ტოტი კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლას, როგორც ეს გასულ ზაფხულს მოხდა? - მაშინაც ფრანჩესკოს წასვლაზე აპელირებდნენ როგორც კლუბის მესვეურები, ისე მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, თუმცა კაპიტანმა თავისი გაიტანა და
ტოტი კარგა ხანს დუმდა, თუმცა ბოლოს მაინც გააკეთა კომენტარი და კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები - თუმცა რაღა ეჭვები, ფაქტია, რომ ტოტის არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და მას არ სურს კარიერის დასრულება:
"არის თუ არა ეს ჩემი ბოლო სეზონი კარიერაში? - არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა გავიგე, რომ ჩემ მაგივრად სხვები ფიქრობენ. ვნახოთ, ყველაფერი ახლო მომავალში გამოჩნდება".
ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა "რომას" ყოფილმა პრეზიდენტმა როზელა სენსიმ: "ჩემთვის მიუღებელია ის, თუ როგორ ექცევიან კლუბის მესვეურები ფრანჩესკო ტოტის. თანამედროვე ფეხბურთში არ არის არც ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ისეთი ღვაწლი ჰქონდეს თავისი გუნდისთვის, როგორც ტოტის "რომასთვის".
როდესაც მონჩიმ კომენტარი გააკეთა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არ იყო შეთანხმებული ფრანჩესკოსთან. კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა მუდმივად ამერიკაშია, რაც დაუშვებელია - ის მეტ დროს უნდა ატარებდეს კლუბთან ერთად. თუ არ შეუძლია, რომ მართოს კლუბი, მაშინ გადააბაროს პოსტი ტოტის, რომლისთვისაც "რომა" ყველაფერია. თუმცა, ჯერ ფრანჩესკო ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ამ ზაფხულს არ დაასრულებს კარიერას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"