სერია A. XXXVI ტური: "იუვეს" ჩემპიონობა გადაიდო... [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური მატჩი რომში გაიმართა, სადაც "რომამ" "იუვენტუსს" უმასპინძლა.

ტურინელთა საჩემპიონო ზეიმი გადაიდო - "ჯალოროსიმ" დამაჯერებლად სძლია მეტოქეს და შეინარჩუნა მეორე პოზიცია. მასიმილიანო ალეგრიმ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, რამაც თავისი შედეგი გამოიღო - "ბიანკონერიმ" ვერ გაუწია წინააღმდეგობა სამ ქულაზე დაგეშილ "რომას" და შედეგი სრულიად კანონზომიერია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დაძაბულია ბრძოლა ევროპალიგის საგზურებისთვის - ფლორენციაში "ფიორენტინამ" "ლაციოს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით სძლია მეტოქეს - 3:2. სტუმართა ორივე გოლი თავური დარტყმით გავიდა - ბალდე კეიტამ გახსნა ანგარიში, ალესანდრო მურჯამ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მასპინძელთა სამი გოლი 10-წუთიან მონაკვეთში გავიდა - ხუმა ბაბაქარმა ასევე თავით იხეირა, ნიკოლა კალინიჩი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, "ვიოლას" მესამე გოლი კი რომაელმა კრისტიანო ლომბარდიმ შეაგდო, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა.

ამ გამარჯვებით, "ფიორენტინამ" 56 ქულას მოუყარა თავი და ევროპალიგის ზონაში შესვლის რეალური შანსი გაუჩნდა - წინ კიდევ ორი ტურია, ფლორენციულ გუნდს კი "მილანისგან" მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

"მილანი" "ატალანტას" ესტუმრა და ფრეს გამორჩა. მატჩი მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც სტუმართა კართან გაცილებით მეტი შეიქმნა. კვლავაც ბევრი იშრომა ჯანლუიჯი დონარუმამ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

ანგარიში ანდრეა კონტიმ გახსნა, რომელმაც დასწრებაზე ივარგა, ორ მცველს აჯობა და ბურთი ბადეში შეაგორა. საპასუხო გოლი "მილანმა" 87-ე წუთზე გაიტანა - ეფექტური კომბინაცია ჟერარდ დეულოფეუს ტექნიკური თამაშით და დარტყმით დასრულდა - რეკოშეტის შემდეგ ბურთო კარში აღმოჩნდა - 1:1.

"ატალანტამ" მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა და დაიბევა ადგილი ევროპალიგაზე - თუმცა, ბერგამოელებს მე-5 ადგილის შენარჩუნება მართებთ, რადგან პირდაპირ ევროპალიგის ჯგუფში მოხვდნენ და არა საკვალიფიკაციო ეტაპზე. თეორიულად, მეხუთე ადგილის დაკავება ჯერ კიდევ შეუძლია "მილანს", რომელსაც "ატალანტაზე" 6 ქულით ნაკლები აქვს და ურთიერთშეხვედრებში სჯობს კონკურენტს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერმა" კიდევ ერთი მარცხი იწვნია და ამჯერად, "სასუოლოსთან" შერცხვა - როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში "ნერაძურის" შიდაასპარეზით მოუწევს დაკმაყოფილება. ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "ტორინოს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა - დუბლი შეასრულა ხოსე კალეხონმა, თითო გოლი კი დრის მერტენსმა, ლორენცო ინსინიემ და პიოტრ ზელინსკიმ მიითვალეს აქტივში.

XXXVI ტური
ფიორენტინა-ლაციო 3:2
გოლები: 0:1 კეიტა (55), 1:1 ბაბაქარი (67), 2:1 კალინიჩი (73), 3:1 ლომბარდი (76-ს. კ.), 3:2 მურჯა (81)
ფიორენტინა (3-4-3): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, დე მაიო, ასტორი - კიეზა (65. ტელიო), ვესინო, კრისტოფორო, ოლივერა (65. სანჩესი - 65. კალინიჩი) - ბერნარდესკი, ბორხა ვალერო, ბაბაქარი
ლაციო (3-4-1-2): სტრაკოშა - ბასტოსი, ჰოედტი, რადუ - პატრიჩი, პაროლო, მურჯა, ლუკაკუ (49. ლომბარდი) - ალბერტო - კეიტა (71. იმობილე), ჯორჯევიჩი (71. ანდერსონი)
მაყურებელი: 25 000

ატალანტა-მილანი 1:1
გოლები: 1:0 კონტი (44), 1:1 დეულოფეუ (87)
ატალანტა (3-4-1-2): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი, კესიე, ფრეულერი, სპინაცოლა - კრისტანტე (84. ჰატებოერი) - გომესი (90. პალოსკი), პეტანია (71. კურტიჩი)
მილანი (3-5-2): დონარუმა - გომესი, საპატა, რომანიოლი - კუცკა (58. ბაკა), სუსო, მონტოლივო, პასალიჩი (78. ბერტოლაჩი), დე შილიო (90. ვანიონი) - დეულოფეო, ლაპადულა
მაყურებელი: 24 000

ინტერი-სასუოლო 1:2
გოლები: 0:1 იემელო (36), 0:2 იემელო (50), 1:2 ედერი (70)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, ანდრეოლი (78. გაბრიელი), ნაგატომო (46. ანსალდი) - გალიარდინი, ბროზოვიჩი, ჟოაო მარიო (46. ედერი) - კანდრევა, პერიშიჩი, იკარდი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, ლეტშერტი, აჩერბი, პელუზო - მისიროლი (86. აკვილანი), სენსი, ბიონდინი - ბერარდი, იემელო (66. დეფრელი), პოლიტანო (77. კანავარო)
მაყურებელი: 45 000

ბოლონია-პესკარა 3:1
გოლები: 1:0 დესტრო (8), 1:1 ბაჰებეკი (24), 2:1 დი ფრანჩესკო (48), 3:1 დესტრო (90)
ბოლონია (4-2-3-1): მირანტე - ტოროსიდისი, ელანდერი, მაიეტა (57. კრაფტი), მბაიე - ტაიდერი, დონსა (75. პულგარი) - დი ფრანჩესკო, ვერდი, კრეიჩი (73. ოკვონკვო) - დესტრო
პესკარა (4-3-3): ფიორილო - ძამპანო, ბოვო, ფორნაზიერი, ბირაგი - კულიბალი (53. მილიჩევიჩი), ბრუგმანი, მემუშა - კაპრარი, მიტრიტა (53. მურიჩი), ბაჰებეკი (73. ჯილარდინო)
მაყურებელი: 20 000

კალიარი-ემპოლი 3:2
გოლები: 1:0 საუ (7), 2:0 ფარიასი (17), 3:0 ფარიასი (45), 3:1 ზაიჩი (79), 3:2 მაკარონე (84)
კალიარი (4-2-3-1): რაფაელი - ისლა, პიზაკანე, ალვეში, მურუ - პანაიოტისი, ბარელა (75. პადოინი) - ფარიასი, პედრო (67. იონიცა), საუ (81. ჰანი) - ბორიელო
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბელუში, კოსტა, პასკუალი - მაური (61. მაკარონე), ელ ჰაჯი, კროჩე - ელ ქადური (51. ელ ქადური) - პუჩარელი, ტიამი (76. ზაიჩი)
მაყურებელი: 10 000

კროტონე-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 როდენი (18)
კროტონე (4-4-2) კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, სამპირიზი - როდენი, ბარბერისი (85. სულიჩი), კრიზეტიგი, ნალინი (72. აკოსტი) - ტროტა (90. ნვანკვო), ფალჩინელი
უდინეზე (4-4-2): სკუფეტი - ვიდმერი, დანილო, ფელიპე, ალი ადნანი - ბადუ, კუმსი (60. ბალიჩი), იანკტო, დე პაული (81. ევანდო) - ტერო (60. პერიცა), საპატა
მაყურებელი: 10 000

პალერმო-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 რისპოლი (13)
პალერმო (3-5-1-1): ფულინატი - ციონეკი, გოლდანიგა (71. სუნიჩი), ანდელკოვიჩი (83. გონსალესი) - რისპოლი, რუჯიერო, ენრიკე, ჩოჩევი, ალესაამი - დიამანტი - ნესტეროვსკი (60. შალაი)
ჯენოა (3-4-1-2): ლამანა - ბირასკი, მუნიოსი, ჯენტილეტი - ლაზოვიჩი (71. ნინკოვიჩი), ველოზო, კატალდი (21. პალადინო), ლაქსალტი - რიგონი - პანდევი, პინილია (56. სიმეონე)
მაყურებელი: 14 000

სამპდორია-კიევო 1:1
გოლები: 1:0 კვალიარელა (11), 1:1 ინგლეზე (46)
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - სალა, სილვესტრი, რეჯინი, პავლოვიჩი - ბარეტო, ლინეტი (58. პრაეტი), ტორეირა - ფერნანდესი (80. ჯურიჩი) - კვალიარელა (29. მურიელი), შჩიკი
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, გამბერინი (75. ფრეი), ცეზარი, გობი - დეპაოლი, რადოვანოვიჩი, ბასტიენი - კასტრო - ინლგეზე, პელისიერი (70. გაპკე)
მაყურებელი: 20 000

ტორინო-ნაპოლი 0:5
გოლები: 0:1 კალეხონი (7), 0:2 ინსინიე (60), 0:3 მერტენსი (72), 0:4 კალეხონი (76), 0:5 ზელინსკი (78)
ტორინო (4-2-3-1): ჰარტი - ძაპაკოსტა, როსეტინი, კარლაო, მოლინარო - ბენასი (52. გუსტაფსონი), ბაზელი (75. ობი) - იაგო, ლიაიჩი, ბოიე (59. იტურბე) - ბელოტი
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი - ალანი (64. ზელინსკი), ჟორჟინიო - კალეხონი (82. მილიკი), ჰამშიკი (66. როგი), ინსინიე - მერტენსი
მაყურებელი: 20 000

რომა-იუვენტუსი 3:1
გოლები: 0:1 ლემინა (21), 1:1 დე როსი (25), 2:1 ელ შაარავი (56), 3:1 ნაინგოლანი (65)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - რუდიგერი, მანოლასი, ფაციო, ემერსონი - პარედესი, დე როსი - სალაჰი (90. ტოტი), ნაინგოლანი (78. ჟუანი), ელ შაარავი - პეროტი (70. გრენიერი)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი (64. ალვეში), ბონუჩი, ბენატია, ასამოა - ლემინა, პიანიჩი, სტურარო (69. დიბალა) - კუადრადო (77. მარკიზიო), მანჯუკიჩი, იგუაინი
მაყურებელი: 60 000

ბომბარდირები: 27 - ედინ ჯეკო (რომა); 25 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), დრის მერტენსი (ნაპოლი); 24 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 22 - ჩირო იმობილე (ლაციო).

მომდევნო ტური
20 მაისი:
კიევო-რომა, ნაპოლი-ფიორენტინა;

21 მაისი:
ემპოლი-ატალანტა, მილანი-ბოლონია, სასუოლო-კალიარი, იუვენტუსი-კროტონე, უდინეზე-სამპდორია, ჯენოა-ტორინო, ლაციო-ინტერი;

22 მაისი:
პესკარა-პალერმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული