იქამდე "იუვეს" იტალიის თასის ფინალი აქვს სათამაშო - 17 მაისს რომის ოლიმპიურ სტადიონზე "ვეკია სენიორა" "ლაციოს" დაუპირისპირდება. ტურინული გრანდი ტრიპლეტს უმიზნებს - წინ გადამწყვეტი მატჩებია, ალეგრიმ კი მედიასთან ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა...
რომასთან მარცხი
პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი რაღაც მოიშალა მექანიზმში და დამსახურებულად დავმარცხდით. როდესაც ჩემპიონატის
ჩავარდნა
მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვასპარეზობთ, მაგრამ ფაქტია, რომ სერია A-ს ბოლო 3 ტურში მხოლოდ ორი ქულა ავიღეთ - "ტორინოსთან" და "ატალანტასთან" ფრეს დავჯერდით, რომში კი წავაგეთ. ეს სიგნალია უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ - თუ მსგავსი შეცდომები გავიმეორეთ, ვერც იტალიის თასს მოვიგებთ და ვერც ჩემპიონთა ლიგას. არის თუ არა ეს ჩავარდნა? - შესაძლოა, მაგრამ ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას და თასის ფინალში სხვა "იუვენტუსს" იხილავთ.
ტაქტიკა
მწვრთნელს არსენალში აუცილებლად უნდა ჰქონდეს რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი. ჩვენ ხან 4-2-3-1-ს ვიყენებთ, ხან 3-5-2-ს, ხან 3-4-2-1-ს და ხანაც 4-3-3-ს. ასეთ შემთხვევაში, მეტოქისთვის ყოველთვის ამოუცნობი ხარ, რაც გუნდისთვის დიდი პლუსია. ვცვლი თუ არა ტაქტიკებს მეტოქის მიხედვით? - რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია, თუმცა მთავარი ჩემი ფეხბურთელების მზადყოფნა და ფიზიკური კონდიციაა. რა სქემას ავირჩევ იტალიის თასის ფინალში? - ამაზე ჯერ არ მაქვს პასუხი...
რეალი
ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან იქამდე დროა. თანაც, წინ უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება. მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ამით ყველაფერია ნათქვამი. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ ფავორიტი მეტოქეა, რადგან ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოსაგებად ჩვენც სრულ მზადყოფნაში ვართ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"