წინასწარი გათვლებით, "რომას" საკლუბო ატრიბუტიკის და კერძოდ, ახალი სეზონის მაისურების რეალიზაცია მინიმუმ განახევრდება, ეს კი კლუბისთვის დიდი ზარალია - ბოლო წლების სტატისტიკით, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული "რომას" მაისურების დაახლოებით 50%-ს ზურგზე 10 ნომერი და ტოტი ეწერა. ამ ამბავმა კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა შეაფიქრიანა, რაზეც მისი კომენტარი მეტყველებს:
"ფრანჩესკო ტოტის ადგილას რომ ვიყო, ჯერ კარგად დავისვენებდი სანაპიროზე, შემდეგ კი
ფრანჩესკოს მსოფლიოს მასშტაბით, "რომას" სახელით მოუწევს მოგზაურობა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა - ამ ღონისძიებებს სპონსორებიც ეყოლება და თვითონ ტოტიც სოლიდურ თანხებს მიიღებს. ამასთან, ყოველ წელს, სპეციალურად მისთვის შეიკერება 10-ნომრიანი მაისურა, რომელიც სწორედ გუნდის ელჩისთვის იქნება განკუთვნილი. იმედია, ტოტი დათანხმდება ამ შეთავაზებას და ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. ჩემი სურვილია, რომ მომავალშიც ფრანჩესკომ მხოლოდ მშობლიური გუნდისთვის იღვაწოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"