გუშინ "მილანელოს" ბაზის თავზე თეთრი კვამლი ვერ დაინახეს - 18 წლის სუპერტალანტმა საბოლოოდ უარი განაცხადა "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
მოგვიანებით, "მილანი" იძულებული გახდა, ოფიციალურად ეღიარებინა მარცხი. კლუბის დირექტორმა მარკო ფასონემ განაცხადა, რომ ჯიჯი არ მოაწერს კონტრაქტს ხელს, ძალაში რჩება ძველი, რომელსაც ყავლი ზუსტად ერთ წელიწადში გასდის.
ეს კი, უდიდესი ალბათობით, იმის მაჩვენებელია, რომ დონარუმა "მილანის" ლეგენდა ვერ გახდება და კლუბიდან ამ ზაფხულსვე წავა - წინააღმდეგ შემთხვევაში, "მილანი" მას
"დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ შეგვატყობინა, რომ მისმა კლიენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ის კონტრაქტს არ გააგრძელებს, - განაცხადა ფასონემ. - ჩვენ მას კარგი წინადადებით მივმართეთ, ფეხბურთელმა ჩვენი შეთავაზება განიხილა და რამდენიმე ჩასწორება გააკეთა, არამარტო ეკონომიკური ხასიათისა.
შემდეგ კი შეგვატყობინა, რომ არ არის თანახმა. ასე რომ, ჯიჯი "მილანს" 2018 წლის 30 ივნისამდე ეკუთვნის. დონარუმას გადაწყვეტილებამ გაგვაკვირვა, ის ხომ "მილანის" მომავალი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს მწარე გამოცდილებაა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"