შეგახსენებთ, რომ "მილანის" მესვეურებმა დონარუმას ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც, 18 წლის მეკარემ წელიწადში 5 მილიონი ევრო უნდა აიღოს - მოლაპარაკებას დონარუმას აგენტი მინო რაიოლა მართავდა და ეს პროცესი ჩიხში შეიყვანა.
ჯიჯო (დონარუმას მეტსახელი) პოლონეთში იყო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, როდესაც რაიოლამ "მილანის" მესვეურებთან მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჩააგდო და შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონარუმა
სწორედ აქედან აგორდა ხმები, რომ დონარუმა მადრიდიოს "რეალში" აპირებს კარიერის გაგრძელებას, სადაც მას კოლოსალურ ხელფასს ჰპირდებიან. ამან "მილანის" გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია - ულტრასებმა დიდ წნეხში გაატარეს ახალგაზრდა მეკარე როგორც სოციალურ ქსელში, ისე მოედანზე - ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, "როსონერის" ქომაგებმა დონარუმას ტრიბუნებიდან დოლარები გადაუყარეს და მიანიშნეს, რომ მან მშობლიური გუნდი ფულზე გაცვალა.
ამ შეტევამ ჯიჯოზე აშკარად იმოქმედა - ჩეხეთთან პაექრობაში დონარუმამ სამი ისეთი გოლი გაუშვა, რომელიც, წესით, უნდა აეღო - ყოველ შემთხვევაში, სერია A-ს გასულ გათამაშებაში ის გაცილებით რთულ ბურთებს იგერიებდა.
"მილანის" გულშემატკივრებმა დონარუმას ულტიმატუმი წაუყენეს და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე დიდი ბანერი გაფინეს შემდეგი წარწერით: "ყველაფერი შეიცვლება, თუ შენ აირჩევ მშობლიურ გუნდს და უარს ეტყვი რაიოლას" - ეს იყო ულტიმატუმი, რომელსაც დონარუმას "როსონერის" მესვეურებიც უყენებენ; ახალგაზრდა მეკარე არჩევანის წინაშეა და თუ "გაძეტას" ვენდობით, დინარუმა "მილანის" სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.
ამას მოასწავებს ჯიჯოს მამის და ძმის კომენტარები, რომლებიც აცხადებენ, რომ დონარუმას არ უნდა "მილანის" დატოვება და იმედი გამოთქვეს, რომ ვითარება უმოკლეს დროში დარეგულირდება. გამოცემის მტკიცებით, დონარუმას და რაიოლას შორის უკვე მოხდა კონფლიქტი.
P.S. წუხელ დონარუმამ უარყო მედიაში გავრცელებული ხმები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"