დანი ალვეში "იუვენტუსის" ფეხბურთელი აღარ არის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" ოფიციალურად გაუშვა გუნდიდან დანი ალვეში, რომელიც კარიერის გაგრძელებას "მანჩესტერ სიტიში" აპირებს.

12 თვის წინათ, ანალოგიურ სიტუაციაში დანიმ "ბარსელონა" დატოვა, სადაც 8 სეზონი გაატარა და იტალიაში გადაბარგდა. 34 წლის დანი ალვეში "სიტის" მარჯვენა ფლანგზე კაილ უოლკერის კონკურენტი იქნება, რომელიც "ტოტენჰემიდან" გადადის "სიტიში", მარცხენა ფრთაზე კი "მონაკოდან" წასული ბენჟამინ მენდი ითამაშებს.

"ეტიჰადის" მკვიდრებმა უკვე გაუშვეს განაპირა მცველები პაბლო საბალეტა, გაელ კლიში და ბაკარი სანია. შეგახსენებთ, რომ პეპმა უკვე დაიბევა ბერნარდო სილვა "მონაკოდან" და მეკარე ედერსონ მორაეში "ბენფიკადან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული