ივან პერიშიჩს მილანის "ინტერიდან" არ უშვებენ

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ხშირად წერენ ივან პერიშიჩის "ინტერიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადასვლის შესახებ. ითქვა ისიც, რომ ინგლისური კლუბი მზადაა, 27 წლის ხორვატი გარემარბის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა "ინტერის" სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო ამ ინფორმაციას უარყოფს და შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"პრესაში წავიკითხე, რომ პერიშიჩის "იუნაიტედში" გადასვლა გადაწყვეტილია, რამაც ძალიან გამაკვირვა. არაფერი მსგავსი არ ხდება - ივანი ჩვენთან ვარჯიშობს და ახალი სეზონისთვის ემზადება. იყო დაინტერესება მანჩესტერელთა მხრიდან, მაგრამ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს პერიშიჩის წასვლა
დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას. გუნდის ახალი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ივანზე დიდ იმედებს ამყარებს".

პიერო აუზილიომ "მილანზეც" ისაუბრა და თანაქალაქელის აქტიურობა სატრანსფერო ბაზარზე ასე შეაფასა: "კონკურენტის გაძლიერება ჩვენთვის მხოლოდ სტიმულია და ეს არამარტო "მილანს", სხვებსაც ეხებათ.

თანაქალაქელებმა რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი დაიმატეს და ვნახოთ, რა გუნდი ეყოლებათ ახალ სეზონში. ჩვენ ჩვენი პროექტი გვაქვს, რომელსაც მივყვებით და რომლისაც გვჯერა. "ინტერი" გაცილებით უკეთესი იქნება მომდევნო სეზონში და ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული