"ინტერი" არტურო ვიდალში 45 მილიონს იხდის

AutoSharing Option
იტალიური "ინტერი" მზადაა, ჩილელი არტურო ვიდალის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამის თაობაზე ესპანური "სპორტი" იტყობინება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ თუ ვიდალი იტალიელთა წინადადებას დათანხმდება, ის წლიური ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

ამ დროისათვის "ინტერის" ხელმძღვანელობა ოთხ ფეხბურთელზე ფიქრობს, თუმცა პრიორიტეტი ჩილელის ტრანსფერია.

ცოტა ხნის წინ, კარლო ანჩელოტიმ "ბაიერნიდან" ვიდალის წასვლა გამორიცხა.

- კარლო ანჩელოტი: არტურო ვიდალი არ იყიდება


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული