"მადლობას ვუხდი ანდრეა სტრამაჩონის გაწეული სამუშაოსთვის და იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელიც გამოავლინა. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, ანდრეა ენთუზიაზმით იყო აღსავსე და საქმეს დიდი მონდომებით აკეთებდა. ვალტერ მაცარი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად "ინტერი" გაცილებით ძლიერი იქნება. ჩვენი მიზანი დიდი გუნდის შექმნაა და ამ გზაზე ვალტერს უდიდესი როლი დაეკისრება.
"ინტერი" ისევ იბრძოლებს უმაღლესი მიზნებისთვის".
51 წლის
"შეიძლებოდა თუ არა მაცარის შენარჩუნება? - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დარჩენაზე დაგვეყოლიებინა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. შეიძლება კაცმა ცოლს გაყრაზე ხელი ააღებინოს, მაგრამ თუ ქალს სხვასთან დაწოლა უნდა, მაინც უღალატებს. ასე რომ, მაცარის შესანარჩუნებლად საჭიროზე მეტი გავაკეთეთ. ვალტერი ბრწყინვალე სპეციალისტია, "ნაპოლის" წინსვლაში ლომის წილი მიუძღვის და ახალ გუნდშიც წარმატებებს ვუსურვებ".
მართალია, დე ლაურენტისმა მაცარის წარმატებები უსურვა, მაგრამ იქამდე თქვა ისეთი რამ, აშკარად ნაწყენი უნდა იყოს მწვრთნელზე... შემდეგ დე ლაურენტისი რაფაელ ბენიტესის თემას შეეხო და შემდეგი განაცხადა:
"ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დამიდასტურებია, რომ მაცარის რაფაელ ბენიტესი შეცვლის. ასე რომ, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურად რჩება. რაფას "ჩელსისთან" 30 ივნისს ეწურება კონტრაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მის დანიშვნაზე ლაპარაკი. ისე, დასამალი არაა, რომ ესპანელთან წინასწარ შეთანხმებას მივაღწიე და ეს "ტვიტერზეც" დავადასტურე. რაფა ბრწყინვალე სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, მის ხელში გუნდი პროგრესს გააგრძელებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალიური როქი: ვალტერ მაცარი "ინტერში", რაფაელ ბენიტესი "ნაპოლიში"