მასიმო მორატი ლეონარდოს უხმობს

AutoSharing Option
გახსოვთ ალბათ, საფრანგეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში, პსჟ-ის მორიგი შეხვედრის შემდეგ, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მატჩის არბიტრს ხელი ჰკრა, რის გამოც ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ დადგა დღის წესრიგში ლეოს პარიზში დარჩენა-არდარჩენის საკითხი და მალევე მისი გათავისუფლება გადაწყდა. მართალია, ბრაზილიელს ფრანგებთან აგვისტოს ბოლომდე აკავშირებს ხელშეკრულება, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო საქმეს ჩამოშორებულია. მოკლედ, ლეონარდო უმუშევარია და წინადადებების მოლოდინშია.

"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 43 წლის ბრაზილიელს "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი დაუკავშირდა და მილანში დაბრუნება შესთავაზა. ავტორიტეტული გამოცემა გვაუწყებს, რომ ლეოს
კვლავაც სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობენ. წესით, ბრაზილიელმა მორატის წინადადება უნდა მიიღოს, რადგან პარიზში სწორედ "ინტერიდან" მოხვდა და ყოველთვის ამბობდა, რომ "ნერაძურიში" თავს შესანიშნავად გრძნობდა.

ჯერჯერობით ლეოს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მორატიმ არ დამალა, რომ ყოფილ მწვრთნელთან თანამშრომლობის სურვილი აქვს.

ასევე იხილეთ:
ლეონარდოს სასჯელი დაუმძიმეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული