ჯუზეპე მაროტა: "იუვენტუსს" ორი ფორვარდი დატოვებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ღიად განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბი ორ თავდამსხმელთან გამოთხოვებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "იუვენტუსს" ექვსი ნომინალური ფორვარდი ჰყავს: კარლოს ტევესი, ფერნანდო ლორენტე, მირკო ვუჩინიჩი, სებასტიან ჯოვინკო, ფაბიო კვალიარელა და ალესანდრო მატრი.

"ექვსი თავდამსხმელი აშკარად მეტისმეტია და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორთან გამოთხოვება მოგვიწევს. თუ რომელ ფორვარდებზეა ლაპარაკი, ნამდვილად ვერ დავაკონკრეტებ, ისე კი გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია".

მაროტას ნათქვამი იტალიელმა ჟურნალისტებმა უმალ აიტაცეს და მალევე გვაუწყეს, რომ შავ სიაში ალესანდრო მატრი და ფაბიო კვალიარელა მოხვდნენ. მოკლედ,
თუ იმავე "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მომდევნო სეზონში "ვეკია სენიორას" შემტევთა ასეთი კვარტეტი ეყოლება: ტევესი, ლორენტე, ვუჩინიჩი, ჯოვინკო.

ასევე იხილეთ:
ჯანლუიჯი ბუფონი: კარლოს ტევესი "იუვენტუსს" დიდ სარგებელს მოუტანს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული